LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში, 5 კრიმინალი მოსამართლეა” – თავისუფალი საქართველო

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში, 5 კრიმინალი მოსამართლეა” – თავისუფალი საქართველო

დაპოსტა 2019/09/05-ში
A A
57
ნახვა
გაზიარება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში 5 კრიმინალი მოსამართლეა. ამის შესახებ  პარტია „თავისუფალი საქართველოდან“  იუწყებიან.

ამრიგად, პარტია იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან საბოლოო სიას ეხმაურება, რომელიც პარლამენტისთვის არის წარდგენილი.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რა პერიპეტიები წინ უძღოდა მთელ ამ პროცესს და პრინციპში, სწორედ სასამართლო სისტემის გამო დაიწყო ხელისუფლების მიმართ ის სკანდალი და უნდობლობა, რაც საბოლოო ჯამში, 20 ივნისის მოვლენებით დასრულდა. ამიტომ ხელისუფლებამ ახლა მაინც უნდა გაითვალისწინოს რჩევა, რომელსაც შვიდი წელია, მას „თავისუფალი საქართველო“ აძლევს, რასაც ისინი ამ დრომდე არ ითვალისწინებენ.

„პირველ რიგში, მივესალმებით იმას, რომ ხელისუფლებამ თუნდაც ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, ხალხის პროტესტი და რამდენიმე ოდიოზური მოსამართლე, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, ამ სიაში არ არიან. რეკომენდაციას ვაძლევთ ხელისუფლებას – პირველი: ამ მოწვევის პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ნუ შეავსებს უზენაეს სასამართლოს შემადგენლობას სრულად, არამედ დანიშნოს ოთხი-ხუთი მოსამართლე, რომელიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისათვის კრიტიკულად აუცილებელია. ხოლო მოსამართლეთა დანარჩენი რაოდენობა, 2020 წელს არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა დანიშნოს.

მეორე – უზენაეს სასამართლოში, 20-კაციანი სიიდან, კატეგორიულად არ უნდა დაინიშნონ შემდეგი პირები: იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის სისტემის ერთ-ერთი საყრდენი მოსამართლე იყო და 2012 წლის ცნობილი საარჩევნო კამპანიის დროს, პირდაპირ იყო პასუხისმგებელი პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაჯარიმებაზე, რასაც ის უტიფრად აკეთებდა და იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ პირდადად ზურაბ ადეიშვილის სრული და უპირობო მხრადაჭერა ჰქონდა; არ უნდა დაინიშნონ, აგრეთვე, მერაბ გაბინაშვილი და შოთა გეწაძე, რომლებიც იუსტიციის საბჭოს ბოლო მოწვევის წევრები არიან და რომლებიც მურუსიძე-ჩინაჩალაძის ცნობილი სკანდალის დროს, სერგო მეთოფიშვილთან ერთად იუსტიციის საბჭოს იმ უტიფარი დამოკიდებულების სპიკერები და სახეები იყვნენ, რამაც ჩვენი საზოგადოების სრული უნდობლობა გამოიწვია.

აგრეთვე, არ უნდა დაინიშნონ შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე, რომლებიც პროკურატურის იმ მანკიერი სისტემის წარმომადგენლები არიან, რომელმა სისტემამაც ჩვენ საზოგადოებაში სრული უნდობლობა არაერთხელ გამოიწვია. ისინი პასუხისმგებლები არიან იმ ათეულობით გამოუძიებელ რეზონანსულ საქმეებზე, რაც ჩვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გაჩენილი უფსკრულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

„თავისუფალი საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საჯარო სხდომებში, აგრეთვე, ყველა სხვა საჭირო ფორმატში, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ზემოთაღნიშნული სიის ამ ფორმით დამტკიცება. საქართველოს ხელისუფლებას აქვე შევახსენებთ, რომ ამ სიის ამ ფორმით დამტკიცება, ყველაზე მეტად შედის იმ ექსტრემისტული ძალების ინტერესებში, რომლებიც აუცილებლად გამოიყენებენ ხელისუფლების ამ შეცდომას, რათა ქვეყანას მაქსიმალურად „ცხელი“ შემოდგომა ჰქონდეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

თეგები: მოსამართლესასამართლოუზენაესი სასამართლო
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

შიდა ქართლის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით…-აფეთქება ახალქალაქში
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი...

დაწვრილებითDetails

86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
მთავარი

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...

დაწვრილებითDetails

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანისა და თურქეთის...

დაწვრილებითDetails

კაცს პირადი კადრები გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის  – ინდოეთის, თურქეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"