წუხელ, გვიან ღამით ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა. მუშაობის დროს, 33 წლის მამაკაცი დაშავა, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან მალე გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და ამ დროს მიიღო დაზიანებები. მამაკაცი სოფელ გოგლესუბნის მკვიდრი იყო.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვიასიცოცხლის მოსპობა.