„უახლოეს მომავალში 5 000-მდე კამერა ჩაირთვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნისა და პრევენციისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, მათი უმრავლესობა „ჭკვიანი კამერაა“, რომელიც ნომერსა და სახეს აფიქსირებს.
„ამოქმედდება 5 000-ზე მეტი ვიდეოკამერა. სამინისტრო კი მომავალშიც ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 5 000-მდე კამერა ჩაირთვება უახლოეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, საქმის გახსნისა და პრევენციისთვის. 5 000 კამერიდან თითქმის 40% „ჭკვიანი“ კამერაა, რომელიც აფიქსირებს ნომერს, სახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა