სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ანაკლია- განმუხურის მონაკვეთზე . ცენტრალურ გზაზე მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა. მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. სამი ადგილზე დაიღუპა, მეოთხეს მდგომარეობა კი კრიტიკულია. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



