ტორპედოში კვლავ უმძიმესი კრიზისია – ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის ტორპედოს ფანკლუბი აკეთებს.
“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ:
“ძალიან ვწუხვართ,რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე გვიწევს მოგაწოდოთ ცუდი ინფორმაცია.მიუხედავად იმისა,რომ გამოჩნდა ინვესტორი,რომელიც მზად არის ფეხზე დააყენოს “ქუთაისის ტორპედო”,ჯერ კიდევ არის პრობლემები,რაც გამოწვეულია იმით,რომ ჯერ კიდევ არ გადაუციათ გუნდი ოფიციალურად.გუნდში ისევ არის უმძიმესი ფინანსური კრიზისი.თვეებია ფეხბურთელებს და გუნდში დასაქმებულ ხალხს ხელფასი არ აუღია.ფაბიო მზად არის და მოუთმენლად ელის გუნდის გადაცემას,რომ თავის თავზე აიღოს ვალდებულება მაშინვე!
სამწუხაროდ გუნდის ოფიციალური მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა..
შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე მანინო მოითხოვს გარანტიის ფურცელს სადაც დადასტურდება,რომ გუნდი მისი საკუთრებაა.
გთხოვთ დააჩქაროთ ეს პროცესი. “ქუთაისის ტორპედოს” უკან არა მარტო სახელი და ისტორიაა,მის უკან უამრავი ბავშვი და ოჯახი დგას.” – ნათქვამია ტორპედოს ფანკლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.