ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის ,,მერანთან” ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა ქუთაისელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი სინჯებზე მყოფმა ოთარ კვერნაძემ გაიტანა. ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ეს ,,ტორპედოს” ბოლო ამხანაგური მატჩი იყო.
1 მარტს ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის მატჩი აქვთ. ისინი საკუთარ მოედანზე გორის ,,დილას” უმასპინძლებენ.
მატჩს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ” – კობახიძე
ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა....










