ქუთაისს რამდენიმე თვეში 5 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და ნარჩენების ახალი 1000 ურნა ექნება – ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოსთვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით ქალაქში არსებული ნაგავმზიდების ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც ტექნიკა დედაქალაქიდან ინათხოვრეს.
,,ჩვენი ტექნიკა გამოსულია მწყობრიდან და არ ექვემდებარება აღდგენას. ორი ერთეული ვინათხივრეთ თბილისიდან ის ემსახურება ქალაქს.” – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.