ქუთაისში ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით ორივე ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ტროტუარები. “ამჟამად კი ქუჩები გრანიტის ქვაფენილით ეწყობა. სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულებული იქნება, რომლის შემდეგ გარეგანათების ლამპიონები დამონტაჟდება.: – აცხადებენ მერიაში.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.” –