იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.
მისივე თქმით, ვაქცინაციის გარდა, ქვეყანას სხვა არჩევანი არ აქვს.
“ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინფიცირების მატება მოსალოდნელია, ვინაიდან, უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს დახურულ სივრცეში და უფრო იოლად გავრცელდება კორონავირუსი. სამწუხაროდ, ნიღბის ტარება არ გახდა ჩვენთვის ყოველდღიური ცხოვრების წესი.
ის, რაც ქვეყანას პირველ რიგში იმისათვის სჭირდება, რომ შემთხვევების ასეთ მატებას გაუმკლავდეს, არის ვაქცინაცია, სხვა არჩევანი ქვეყანას არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ფაქტის კონსტანტირება, რომ საქართველო კიდევ 1 წელი იქნება ასეთ მდგომარეობაში, ეს რეალურად აფეთქების ტოლფასი იქნება,”- აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 43 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 4 627 ინფიცირებული.
ნახეთ, რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე.