შედეგად, სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7.220 მლნ აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით.
„გუშინ, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს ვანის, ჩოხატაური და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7.220 მლნ აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით. 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა“,- განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.









