ინგრედიენტები:
- სიმინდი – 4 ცალი
- არაჟანი – 3 ს/კ
- ლიმონის წვენი – 3 ს/კ
- პროვანსული ხმელი სუნელები – 1 ჩ/კ
- სოიოს სოუსი – 2 ს/კ
- კარაქი – 60 გ
- ცხარე ჩილის სოუსი – 1 ჩ/კ
ღრმა ჯამში მოათავსეთ რბილი კარაქი, დაუმატეთ ჩილის სოუსი, ლიმონის წვენი, პროვანსული ბალახები, სოიოს სოუსი და არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
სილიკონის ფუნჯის მეშვეობით წაუსვით მიღებული მასა გარჩეულ სიმინდს. გაახვიეთ თითოეული სიმინდი ფოლგაში, მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.