ქუთაისში, აღმაშენებლის #112-ში, ლიფტი დროგამოშვებით მუშაობს. მოსახლეების თქმით, კორპუსი 14 სართულიანია და ლიფტის შეფერხებული მუშაობის გამო პრობლემები ხშირად იქმნება. განსაკუთრებით ბოლო სართულზე მცხოვრები ხანშიშესული ადამიანები ზარალდებიან, რომლებსაც ყოველდღიურად , სანოვაგით ხელში კიბეების ავლა უწევთ.
ლიფტის შეფერხებულ მუშაობაზე საუბრობს 80 წლის ქალბატონი, რომელიც მე-11 სართულზე ცხოვრობს. ოპერაციის შემდეგ კიბით სახლამდე მისვლა უჭირს. ყოფილა შემთხვევა, როცა ახალგაზრდებმა ხელით აიყვანეს. ამბობს, რომ ლიფტს ხშირად აკეთებენ, თუმცა პერიოდულად რატომ ფუჭდება არ იცის.
აღმაშენებლის #112-ში საცხოვრებელი კორპუსები კომპანია “დიზაინ კომპლექსმა” ააშენა, რომლის ნაწილი სახელმწიფომ სამი წლის წინ შეისყიდა და ძირითადად დევნილი ოჯახები შეასახლა. როგორც მეგატივთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, სავარაუდოთ ორ დღეში სპეციალისტებს ჩამოიყვანენ და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, პრობლემის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ. საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“რეპორტიორი თემას კვლავ დაუბრუნდება.