სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში ყვარელში, სადაც “საქართველოს ბანკის” ფილიალში, ცოტა ხნის წინ, შეიარაღებული პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მას 12 მძევალი ჰყავს.
მომხდარზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს, – ნათქვამია განცხადებაში.