LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სოფელ ღვანკითში ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია

დაპოსტა 2020/04/24-ში
109
ნახვა
გაზიარება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ათ დადასტურებულ შემთხვევას ორი სავარაუდო დადებითი დაემატა.

ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი. ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მაცხოვრებელი არ შემოწმდება. ეპიდემიოლოგები მუშაობას რამდენიმე საათში განაახლებენ.

“ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც რამდენიმეს აღმოაჩნდა საეჭვო სიმპტომები, შესაბამისად, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა აიღეს ანალიზები და გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული.

რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას, მათ მიეწოდებათ სასურსათო მარაგი, ასევე გაიხსნება აფთიაქი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო მედიკამენტით, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი მოხმარების ჩვენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულების ინფორმაციით, მოლაპარაკებები შედგა სასურსათო მაღაზიების მფლობელებსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის და ისინი რამდენიმე საათში გაიხსენება, რომლებსაც დისტრიბუცია შეუფერხებლად მოამარაგებს. ასევე გადაწყვეტილია აფთიაქებთან დაკავშირებული საკითხი და მოსახლეობა მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნება.

“რამდენიმე საათში სოფელ ღვანკითში სამივე მაღაზიაში შევიტანთ სასურსათო პროდუქტს, აფთიაქშიც დისტრიბუცია შეიტანს ყველა იმ მედიკამენტს, რომელიც ესაჭიროება მოსახლეობას. ჩვენი წარმომადგენელი არის კავშირზე ყველა ადგილობრივთან და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პრობლემას აღმოვფხვრით. იმისთვის, რომ მოსახლეობას ფულთან არ ჰქონოდა შეხება და ვირუსის კიდევ უფრო გავრცელება არ მოხდეს, სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გვქონდა მოლაპარაკება და დღეიდან ღვანკითში სასურსათო მაღაზიებში საბანკო ტერმინალები ამოქმედდება, რომ ტერმინალით გადახდა იყოს შესაძლებელი”, – განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოქმედებს 5 ბლოკ-საგუშაგო, სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება ეკრძალებათ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2,438 ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

წყალტუბოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

დეკემბერი 17, 2025
30
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური...

დაწვრილებითDetails

„ისევ დადუმდა ლანჩხუთი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

დეკემბერი 17, 2025
19
მთავარი

სოციალურ ქსელ „ლანჩხუთში“ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება: „ჩვენი შაკო ზენაიშვილი დააკლდა ლანჩხუთს... უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას“ ,- წერს ჯგუფის დამფუძნებელი.

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
19
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე – 1995 წელს დაბადებული მ.ი., 2001 წელს დაბადებული ჯ.ა., 1998 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 17, 2025
18
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს ” – დავით მათიკაშვილი

დეკემბერი 17, 2025
4
მთავარი

ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია...

დაწვრილებითDetails

“თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი” – კობახიძე

დეკემბერი 17, 2025
25
მთავარი

თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

დეკემბერი 17, 2025
584
მთავარი

დონალდ ტრამპმა დამატებით შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ. გადაწყვეტილების თანახმად, სრული აკრძალვა...

დაწვრილებითDetails

ე.წ „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მიმართვის ფაქტებზე 63 პირს ბრალდება წარედგინა

დეკემბერი 17, 2025
29
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 63 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები,...

დაწვრილებითDetails

“რამდენი დარდი გაიყოლე”-ავარიის შედეგად დაღუპულ ქალს გლოვობენ

დეკემბერი 17, 2025
255
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია. გარდაცვლილ ქალს ახლობლები ემშვიდობებიან „ჩემო...

დაწვრილებითDetails

რომელი თვეები იქნება ყველაზე იღბლიანი 2026-ში

დეკემბერი 16, 2025
304
მთავარი

2026 წელი ასტროლოგიურად ძლიერი შესაძლებლობების პერიოდია, თუმცა წლის განმავლობაში გამოიკვეთება რამდენიმე თვე, როცა იღბალი, ფინანსური წარმატება და ცხოვრების პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში შანსები უფრო ადვილად მოდის, გადაწყვეტილებები კი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».