სოფელ ტაბაკინში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარობს. რეაბილიტაცია გზის 1 კმ – მდე მონაკვეთს უტარდება.
როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან გზის ზედაპირის მოწყობა პროექტის მიხედვით არმირებული ბეტონის საფარით ხდება.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ტაბაკინის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვთარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 235 629 ლარია.
გზის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალპედე“ მუშაობს.
სატენდერო ვალდებულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ტაბაკინში 2019 წლის დეკემბრის თვის დასაწყისში უნდა დასრულდეს. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 400 – მეტი ადამიანი შეძლებს.