LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რეიტინგში რეგიონში მე-2 ადგილზეა

სკრინინგი საზღვარზე და 2 წლამდე პატიმრობა – ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა

დაპოსტა 2026/06/12-ში
A A
694
ნახვა
გაზიარება

დღეიდან, 2026 წლის 12 ივნისიდან ევროკავშირში ძალაში შედის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი (EU Migration and Asylum Pact) – 9 სავალდებულო საკანონმდებლო აქტისგან შემდგარი რეფორმა, რომელსაც ბრიუსელში „ისტორიულს“ უწოდებენ.

უცხოურ მედიაში ამას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „დაბრუნების რეგულაციას“, რომელიც ამარტივებს გაძევების პროცედურებს იმ მიგრანტებისთვის, რომელთაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ.

ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის შეთანხმება, რომელიც ნერგავს ახალ სისტემას მიგრაციის, თავშესაფრის, საზღვრების მართვისა და ინტეგრაციის მიმართულებით, ძალაში 2024 წელს შევიდა, რითაც ორწლიანი გარდამავალი ფაზა დაიწყო, ახლა კი ეროვნულ მთავრობებს მისი რეალურად შესრულება მოეთხოვებათ.

როგორც ევროპული მედია წერს, პაქტის მთავარი ამბიციაა, ბოლო მოუღოს ევროპაში არალეგალური მიგრაციის კრიზისს, გაამკაცროს კონტროლი გარე საზღვრებზე და დააჩქაროს იმ ადამიანების დეპორტაცია, რომელთაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.

როგორ იმუშავებს საზღვრის კონტროლისა და ფილტრაციის ახალი მექანიზმი?

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) განმარტებით, ახალი მიგრაციული პაქტის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ევროკავშირის კანონმდებლობაში შესული 9 ახალი რეგულაციაა. EUAA-ს განმარტებით, ეს ცვლილებები გამოიწვევს „საკანონმდებლო დაახლოებას“ – ანუ, ყველა წევრი ქვეყნის საიმიგრაციო სამსახური და სასამართლო ერთსა და იმავე სტანდარტზე გადავა, რაც მიგრანტების საქმეებზე ერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • სავალდებულო სკრინინგი საზღვარზე – ახალი წესებით, ევროკავშირის გარე საზღვარზე მოსულმა ნებისმიერმა არალეგალმა მიგრანტმა მაქსიმუმ 7 დღეში (ხოლო თუ ის უკვე ევროკავშირის შიგნით იმყოფება – 3 დღეში) უნდა გაიაროს სავალდებულო შემოწმება. ეს მოიცავს იდენტობის დადგენას, უსაფრთხოების რისკების შეფასებასა და ჯანმრთელობის კონტროლს. Euronews-ის ცნობით, წევრმა ქვეყნებმა ამ დროს მკაცრად უნდა დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რასაც საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი დამკვირვებლები გააკონტროლებენ.
  • „ევროდაკის“ (Eurodac) განახლებული ბაზა – საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მიზნით, სრულად იცვლება თითის ანაბეჭდების არსებული ბაზა. ამიერიდან, მიგრანტებზე შეგროვდება გაფართოებული პერსონალური მონაცემები – სახის ციფრული გამოსახულება (ბიომეტრია), სამგზავრო დოკუმენტები და ზუსტი იდენტობა. სისტემა ავტომატურად გამოსცემს განგაშის სიგნალს, თუკი საზღვარზე გამოჩნდება პირი, რომელიც ტერორიზმთან ან კრიმინალთანაა კავშირში.
  • ერთნაირი პირობები და უფასო ადვოკატი – ახალი დირექტივები აწესებს მინიმალურ სტანდარტებს მიგრანტთა მიღებისა და დახმარების კუთხით. ეს ნიშნავს, რომ მიგრანტს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში დახვდება ცხოვრების ერთნაირი პირობები და დაცვის თანაბარი შანსი. მიგრანტები პირველივე დღეებიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო იურიდიული კონსულტაციით (ადვოკატით). თუმცა, წესები მკაცრდება მათ მიმართ, ვინც ყალბ საბუთებს წარადგენს ან შეგნებულად დატოვებს პირველივე შემოსვლის ქვეყანას და სხვაგან გადამალვას შეეცდება.

ვინ გადაურჩება „სწრაფ დეპორტაციას“?

მიუხედავად საერთო სიმკაცრისა, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი მექანიზმი ითვალისწინებს ჰუმანიტარულ გამონაკლისებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის:

„თუ საზღვარზე შემოწმებისას გამოვლინდებიან განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები – მაგალითად, წამების, გაუპატიურების, ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი – მათ მიმართ სახელმწიფოებმა არ უნდა გამოიყენონ დაჩქარებული გაძევების ან გამარტივებული სასაზღვრო პროცედურები, თუკი ამ ადამიანების სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილება ადგილზე შეუძლებელია“ – განაცხადა EUAA-მ.

ეს ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლთა საქმეები გადავა დეტალურ განხილვაში, რათა გამოირიცხოს მათი საფრთხეში დაბრუნება.პრევენცია საზღვრებს გარეთ და 2-წლიანი პატიმრობა დეპორტაციისთვის.

ახალი მიგრაციული პაქტის კიდევ ერთი უმთავრესი მიზანია, არალეგალური მიგრაცია მანამ შეაჩეროს, სანამ ადამიანები ევროკავშირის საზღვრებს მიადგებიან. ამისთვის ბრიუსელი გეგმავს მჭიდრო საერთაშორისო პარტნიორობის დამყარებას იმ მესამე ქვეყნებთან, საიდანაც მიგრანტები მოდიან ან რომლებსაც სატრანზიტოდ იყენებენ (მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკის თუ ბალკანეთის ქვეყნები).

ხოლო მათთვის, ვინც მაინც ჩავა ევროპაში, მაგრამ აღმოჩნდება, რომ საერთაშორისო დაცვა არ სჭირდება, წესები მკაცრდება. ეს პირები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ ევროკავშირი.

უცხოური მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტი არ ითანამშრომლებს საიმიგრაციო სამსახურთან ან საფრთხეს შეუქმნის უსაფრთხოებას, კანონი – 24 თვემდე (2 წლამდე) დაკავებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თავშესაფარზე უარყოფილ მიგრანტებს პირდაპირ ევროკავშირის გარეთ არსებულ, უსაფრთხოდ მიჩნეულ მესამე ქვეყნების „სადეპორტო ჰაბებში“ გადაიყვანენ.

ამასთან, ევროკავშირი აწესებს „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ ერთიან, საერთო-ევროპულ სიას. ამ სიაში ხვდებიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც, ბრიუსელის აზრით, ზოგადად არ არსებობს დევნისა და წამების მასობრივი საფრთხე (შესაბამისად, მათი მოქალაქეების განაცხადები ზერელედ, დაჩქარებული წესით განიხილება).

თუმცა, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) განმარტავს, რომ აქაც იარსებებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამონაკლისები:

„მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო ქვეყნების ერთიანი სია განსაზღვრავს სახელმწიფოებს, სადაც მოქალაქეებს, როგორც წესი, დაცვის საჭიროება არ აქვთ, გამონაკლისები მაინც დაიშვება. ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც საფრთხე არსებობს ამ ქვეყნის კონკრეტულ რეგიონში (ტერიტორიაზე) ან საფრთხის ქვეშაა კონკრეტული პროფილის/ჯგუფის ადამიანი. ასეთ დროს, აპლიკანტის საქმე მაინც გადავა სტანდარტულ, „კლასიკურ“ თავშესაფრის პროცედურაში, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება 6 თვის ვადაში უნდა იქნას მიღებული“, – განმარტავს EUAA.

გაზიარება278

დაკავშირებული -პოსტები

ჩემმა თამარიმ დაგვტოვა… – რას წერს გარდაცვლილი ორსულის მეუღლე

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ჩემმა თამარიმ დაგვტოვა… – რას წერს გარდაცვლილი ორსულის მეუღლე
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი 6 თვის ორსულის, თამარ ურჩუხიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩემმა თამარიმ დაგვტოვა... პანაშვიდი 26 - 27 ივლისს, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა 38, მეცხრე სართული,...

დაწვრილებითDetails

ტრაგეფია სოჭში – გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
გომისმთაზე ორი ადამიანი დაშავდა -მანქანა ხრამში გადავარდა
მთავარი

სოჭში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა. 26 ივლისს, გვიან საღამოს, ავტომობილ Toyota Land Cruiser-ის მძღოლი დიდი სიჩქარით გვირაბის კედელს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში რვა ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
3 თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა
მთავარი

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ სიხარულიძე წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს.   მისი თქმით, ნარკოტიკი ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე, ხოლო მისი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"