LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება

დაპოსტა 2025/06/24-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული რიგი უფლებები და პრივილეგიები უქმდება

„ქართული ოცნება“ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს ცვლის – უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.

 

შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. პროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

 

კერძოდ, უქმდება კანონის ნორმა, რომლის მიხედვით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორს ეკისრება, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. ასევე უქმდება კანონის ის ჩანაწერიც, რომლის გათვალისწინებით, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.

 

პარლამენტში წარდგენილი პროექტის ამოქმედების შედეგად, ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე მოხდება, ხოლო მოსარჩელე, რომელმაც შესაძლო მორალური და რეპუტაციული ზიანი მიიღო, მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლდება. ამასთან, კანონპროექტი მოპასუხეს აკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავდა.

 

კანონის პროექტით დაწესდება სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება როგორც პირისპირ შეურაცხყოფას, ასევე შეურაცხყოფას საჯარო სივრცეში.

 

გარდა ამისა, ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ამბობს, რომ კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, კანონის ეს მუხლიც უქმდება.

 

უქმდება “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას განსაზღვრავს. კერძოდ, კანონიდან ამოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის, თუ: – მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შესძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

 

ამავე კანონის პროექტით, ცილისწამების საქმის განხილვის ვადები მჭიდროვდება – ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადა 10 დღემდე მცირდება.

 

კანონპროექტით თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის საკმარისი არ არის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...

დაწვრილებითDetails

“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
“ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე”- ტატა ხვედელიანი პრემიერს
მთავარი

ახლა თქვენ გიცავენ ადამიანები: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი გიორგი სოსიაშვილი, სანამ ეს უკანასკნელი წიგნებს წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე პოზირებდა სააკაშვილთან ფოტოებში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე, -...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
მთავარი

პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

დაწვრილებითDetails

“გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში”- ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
“გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში”- ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს
მთავარი

გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის შეფასებას, რომ კობახიძე იყო პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

“ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს”-კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა – ირაკლი კობახიძე
მთავარი

გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის თემით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“. „ჩვენ...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი დამენია დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის იყო, სენაკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 27 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6462 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0006 ლარი...

დაწვრილებითDetails

“დაგროვილი იყო პრობლემები კრიმინალის მიმართულებით ” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
მთავარი

დაგროვილი იყო გარკვეული პრობლემები კრიმინალის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით - იყო პრაქტიკა, როცა ქალაქში, პირდაპირ თბილისში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა,...

დაწვრილებითDetails

ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა – თბილისის,პირველ სამშობიაროში კვლავ ხმაურია

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

პირველ სამშობიარო კლინიკაში კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან აღნიშნავენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ. კერძოდ, განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15...

დაწვრილებითDetails

ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2026
0
ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"