საჩხერის სამედიცინო ცენტრში შვიდი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, მოქალაქეები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. მათ შორის, ორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისიდანაა, სადაც სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბიოლოგიური ნიმუშების პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
კორონავირუსით სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტი მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.