საჩხერეში ძაღლი თოფით, პატრონის სახლის წინ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ფეისბუკ გვერდზე წერს:
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“საჩხერეში მკვლელი დადის, თოფით ხელში, დღისითაც კი არ ერიდება მოსახლეობას, კანონი და პოლიცია ფეხებზე მკიდიაო იძახის. მისი გვარია დავაძე, (სიბრაზისაგან თუ არ მეშლება)
დღეს დილით მისი მსხვერპლი გახდა ეს უდანაშაულო ძაღლი, რომელიც პატრონის სახლის კარის წინ, ლესელიძის ქუჩა 1 ჩიხთან, მოკლა ტყვიით.
მივმართავ ადგილობრივ პოლიციას, ასევე შსს-ოს, დაიცავით პოლიციელის მუნდირის ღირსება, ვიღაცა საჩხერელმა კრიმინალმა ასე ვერ უნდა გაგაფარჩაკოთ, ხვალ ის თქვენ მოგაკითხავთ და ოჯახს აგიწიოკებს. რამ დაგაბეჩავათ, ასე შეგაშინათ თოფიანმა მკვლელმა ?
სირცხვილი თქვენ !!!” – წერის თამაზ ელიზბარაშვილი ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.