ინდოეთში გამართულ კინოფესტივალ Indywood Film Carnival-ზე საქართველო უცხოური ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. ღონისძიების დროს, დაჯილოების ცერემონიალიც შედგა და ნომინაციაში კინოტურიზმი, საქართველომ აღნიშნულ კატეგორიაში გაიმარჯვა.
ქართულ-ინდური კინოინდუსტრია დაახლოებით 10 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში 10-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი და 70-მდე ვიდეორგოლია გადაღებული. მათ შორისაა მნიშვნელოვანი პროექტები, რაც საქართველოს ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს.
ინდური პროექტების წარმოებას ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ უზრუნველყოფს, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად აქციოს და მალე საერთაშორისო მასშტაბით დიდ კინოინდუსტრიებს უმასპინძლოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უკვე დაგეგმილია ახალი პროექტების გადაღებაც.
ინდოეთში Indywood Film Carnival-ი ტრადიციული კინოფესტივალია, რომელიც ინდური და მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმოამდგენლებს აერთიანებს.