LIVE TV
კვირა, თებერვალი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველო ტრამპის მშვიდობის საბჭოში მიიწვიული არაა

დაპოსტა 2026/01/21-ში
168
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ღაზას სამშვიდობო საბჭოში გასაწევრიანებლად, თითქმის, ხუთი ათეული მსოფლიო ლიდერი იმ იმედით მიიწვია, რომ ანკლავში ხანგრძლივი მშვიდობისა და რეკონსტრუქციისთვის თავის გეგმას განახორციელებს.

ამის შესახებ Bloomberg წერს და ქვეყნების სრულ სიას აქვეყნებს.

რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა, ხოლო საფრანგეთმა უარი თქვა. ახლახან აშშ-ის პრეზიდენტისგან მიწვევა აზერბაიჯანმაც მიიღო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქო მიწვევას დათანხმდა. საქართველოს სამეზობლოდან მიწვევა სომხეთმაც მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესსამსამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

საქართველო თეთრ სახლს საბჭოში აქამდე არ მიუწვევია.

Bloomberg-ის სია საკითხთან დაკავშირებული ანონიმური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს ეფუძნება. ყველა ქვეყანას მიწვევა არ დაუდასტურებია, ამდენად, ეს სია ამომწურავი არ არის.

ქვეყნების გარდა, სიაში, ასევე, ევროკომისია შედის, ხოლო ჩამონათვალში, ძირითადად, ევროპული ქვეყნების, კერძოდ, ალბანეთის, ავსტრიის, კვიპროსის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები არიან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ, ასევე, მიიღო მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტისგან, თუმცა მიწვევა რუსეთს და ბელარუსსაც გაეგზავნა.

ტრამპმა მშვიდობის საბჭოში ლათინური ამერიკის ქვეყნები, არგენტინა, ბრაზილია და პარაგვაიც მიიწვია. სიაში, ასევე, ცენტრალური აზიის ორი სახელმწიფო, ყაზახეთი და უზბეკეთია.

ამის გარდა, ჩამონათვალში არიან: ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩინეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, იაპონია, იორდანია, მაროკო, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, კატარი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ვიეტნამი.

დონალდ ტრამპს სურს, რომ მშვიდობის საბჭოზე ხელმოწერის ცერემონია დავოსში 22 იანვარს გაიმართოს.

ცნობისთვის: 17 იანვარს, თეთრმა სახლმა მშვიდობის საბჭოს წევრების ნაწილი დაასახელა. მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი არინა. თეთრი სახლის მიერ ოქტომბერში წარდგენილი გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად ტრამპია. 18 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, მინიმუმ, 1 მლრდ დოლარს მოითხოვს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მის მშვიდობის საბჭოში მუდმივ ადგილს დაიკავებენ.

bpn.ge

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

გორში მამაკაცი დაჭრეს – რა არის ამ დროისთვის ცნობილი

თებერვალი 15, 2026
146
მთავარი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით...

დაწვრილებითDetails

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
419
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
8
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
352
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
46
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
65
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
48
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
56
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

„გააკეთეთ ეს, 17 თებერვლიდან, ყოველ დილით…“ – ეზოტერიკოსის რჩევა

თებერვალი 14, 2026
96
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გვასწავლის რიტუალს, რომელიც 17 თებერვლიდან ყოველ დილით უნდა გავაკეთოთ. „გააკეთეთ ეს 17 თებერვლიდან ყოველ დილით... დილის მაგია: ვმუხტავთ ჩაის წარმატებაზე.⠀...

დაწვრილებითDetails

რა საფრთხე ინახება სანელებლებში – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

თებერვალი 14, 2026
43
მთავარი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს: თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».