საქართველოში ბიზნესი გაკოტრების პირასაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ლოკდაუნმა, კვების ობიექტებს დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა. საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის კოტე გაბრიჭიძის განცხადებით რესტორნებში დასაქმებული 200000 ადამინიდან თითქმის 95 პროცენტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს მიერ გაცემული დახამრებებით სარესტორნო ბიზნესის გადარჩენა არარეალურია განაცხადა კოტე გაბრიჭიძემ გიორგი გახარიამ 26 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სარესტორნო ბიზნესი ტურიზმის სექტორთან ერთად, ყველაზე მეტად დაზარალდა, თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლებას არ შეუმუშავებია ისეთი დახმარების პაკეტი, რომელიც ბიზნესის სექტორს გაკოტრებისგან იხსნიდან.
ტყიბულში მეშახტე დაშავდა
ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას...









