საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია გაჭირვებით დაამარცხა
სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისში დასრულდა „ევრობასკეტის“ შესარჩევი მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს შორის.
ჩვენი გუნდი თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა და მძლავრადაც დაიწყო თამაში. მეორე მეოთხედის შუაში დაფიქსირდა საკმაოდ დიდი, 21(!) ქულიანი სხვაობაც კი ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ, თუმცა შემდეგ სტუმრებმა თამაში დაალაგეს და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 79:79 დამთავრდა.
ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაინც გატეხა მოწინააღმდეგე და საბოლოოდ 96:88 დაამარცხა ჩვენი ქვეჯგუფის აუტსაიდერი.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს სერბეთში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.