LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს

დაპოსტა 2020/05/08-ში
A A
101
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს არ არის ყოველდღიური, თუმცა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა დიპლომატიურ სფეროში. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობისთვის საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.

ამავდროულად, ეპიდემიის გადალახვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველას საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს ახალ მიდგომებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტიონერს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

უკრაინა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ.“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ამ პროდუქტებთან დაკავშირებული 34 სიკვდილის შემთხვევა – რა უნდა იცოდეთ ენერგეტიკულ სასმელებზე
მთავარი

დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ. გამოცემა „სქაი ნიუსის“ ცნობით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 ან მეტ მილიგრამ კოფეინს შეიცავს.   გამოცემის ინფორმაციით, ისეთმა სასმელებმა,...

დაწვრილებითDetails

კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მოზარდებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს
მთავარი

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით. მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები,...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია ბრიუსელში, ლიფტში რამდენიმე ადამიანის ცხედარი იპოვეს
მთავარი

ბრიუსელისცენ­ტრში, მშე­ნე­ბა­რე ცა­თამბჯენ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ტრა­გე­დია სამ­შა­ბათს, Oxy tower-ის შე­ნო­ბა­ში მოხ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი მო­ედ­ნი­დან, გრანდ-პლა­სი­დან, სულ რა­ღაც 500 მეტრში მდე­ბა­რე­ობს.   ხან­ძრის...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეს ევროპაში სულ მცირე 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები...

დაწვრილებითDetails

ბავშვის გადარჩენას ცდილობდნენ – დაღუპულუა 2 მაშველი (უცხოეთი)

by მეგა TV
ივლისი 9, 2026
0
60 წლამდე კაცი მდინარე თერგში გადავარდა და დაიღუპა
მთავარი

SHOT-ის ცნობით, ირკუტსკის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც ჯომარდობის დროს დაიკარგა. ცხედარი შელეხოვსკის რაიონში, სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. ძებნა ერთი კვირა გაგრძელდა. ტრაგედია 49 მონაწილისგან შემდგარი მასობრივი ჯომარდობის დროს...

დაწვრილებითDetails

“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბი სულ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ წყნარ ოკე­ა­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ელ-ნი­ნი­ოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მოვ­ლე­ნა გახ­დეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, მის­მა გაძ­ლი­ე­რე­ბამ შე­საძ­ლოა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის მოვ­ლე­ნე­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვი­ოს...

დაწვრილებითDetails

31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო, დაღუპულია 8 ბავშვი – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი

აშშ-ის ლუიზიანა-ს შტატში მომხდარმა შემზარავმა ოჯახურმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ბავშვი, რომელთაგან შვიდი მისი ბიოლოგიური შვილი...

დაწვრილებითDetails

„ბრიგადის“ ცნობილი მსახიობის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი მდინარეში იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
„ბრიგადის“ ცნობილი მსახიობის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი მდინარეში იპოვეს
მთავარი

SHOT-ის ცნობით, მყვინთავებმა მდინარე ოკაში ტელესერიალ „ბრიგადას“ და ფილმ „ბუმერის“ ვარსკვლავის, ალექსანდრე ვისოკოვსკის ცხედარი აღმოაჩინეს. 62 წლის მსახიობი მოსკოვის ოლქში, მდინარეზე თევზაობისას გაუჩინარდა. ის იქ 17 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 12 ათასზე მეტი ადამიანია დაშავებული, ხოლო 15 ათასზე მეტი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"