LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა

“საქართველოსთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებული ინტერესი და ამიტომ ძალიან ხშირად ხვდება ის საერთაშორისო დღის წესრიგში”- მაკა ბოჭორიშვილი

დაპოსტა 2024/12/12-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საკითხი აქტიურად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში და მის მიმართ ინტერესი დიდია, განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ივანიშვილი-მაკრონის სატელეფონო საუბრის საკითხის კომენტირებისას.

„ზოგადად ვხედავთ, რომ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს საქართველოსთან მიმართებაში და სწორედ ამიტომაც ხდება, რომ საქართველო არის ძალიან ხშირად საერთაშორისო დღის წესრიგში. რა ფორმით და როგორ, ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საკითხი ნამდვილად აქტიურად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს ზარიც, რა თქმა უნდა, გამოხატავს ინტერესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შეფასებები, თუ ეს განცხადებები, რომლებიც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით უნდა ხდებოდეს გარკვეულწილად ობიექტური შეფასებების საფუძველზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც ვიღაც აკეთებს ისეთ დასკვნას, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული გზიდან, წარმოუდგენელია არ მოისმინო ხელისუფლების პოზიცია და არ გაარკვიო რას აკეთებს ამ ქვეყნის ხელისუფლება იმისათვის, რომ სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იდგეს ქვეყანა და სწორედ იქით გააგრძელოს სვლა.

„რა თქმა უნდა, ბევრ კითხვებს აჩენს ერთგვარი შეფასებების გაკეთების მიზნობრიობა. რას ემსახურება, ვის მიზანს და რა მიზანს ემსახურება საქართველოს ამგვარი შეფასებები. ჩვენ აქ თითო-ოროლა ადამიანზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, რომელშიც ცხოვრებს ხალხი, რომელიც ირჩევს ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება ახორციელებს მის საქმიანობას სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. როდესაც აპელირება ხდება ქართველი ხალხის ინტერესებზე, უკვე სასაცილოც არის, როდესაც ამას აკეთებენ რაღაც ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფოში ხალხის ლეგიტიმურ ინტერესს გამოხატავს ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ყოველთვის ანგარიშგაწეული. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს და არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რომ გაემართლებინა ეს განცხადებები“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა 2022 წელს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა.

„სწორედ ქართველი ხალხის ნების, პროგრესის გათვალისწინებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც არის საქართველოში გაკეთდა ეს განაცხადი და მივიწევთ იმისკენ, რომ განაცხადი არ დარჩეს განაცხადად და როდესაც შემდგომი გაფართოება მოხდება საქართველო იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ეს არის ჩვენი განაცხადი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც კარგად გააცნობიერონ, როდესაც ასეთ შეფასებებს აკეთებენ. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა ლევან მოსაშვილმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა ლევან მოსაშვილმა  უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა
მთავარი

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა. ლევან მოსაშვილმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტის „შენი მწვერვალის“ ფარგლებში უშბის ჩრდილოეთ წვერზე სოლო ასვლა განახორციელა. მოსაშვილის...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა
მთავარი

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი, 28 წლის გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის დედაც ემიგრანტია. „კიდევ ერთი ემიგრანტი გამოაკლდა ჩვენს სამშობლოს, კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე...

დაწვრილებითDetails

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი   მოვლენები სწრაფად განვითარდება. სამსახურში ან პირად ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ.   კურო   ყურადღება ფინანსებსა და პრაქტიკულ საქმეებზე გადაიტანეთ. შესაძლოა სასიამოვნო ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

22 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოეს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

"საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს...

დაწვრილებითDetails

ვერაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

თბილისში, ვერაზე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.   ჩვენი ინფორმაციით, ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გემის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა. აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს შესაძლოა ღრმა ზღვაში აღმოჩენილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს. გემი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების ინიციატივა ავტორებს უკან დაუბრუნა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი. პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის შესაბამისი კომიტეტებისთვის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარ ქალი სცემა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარ ქალი სცემა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს0ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში,  პანტიანის ტბის...

დაწვრილებითDetails

თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემების გამოყენებით, სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"