თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, გელა ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გელა ხასაია სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
გელა ხასაია 31 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.