“საუკუნის თავხედობაა, ბიძინას სურათის დაკიდება ქუთაისში დასჯადია” – წერს “ევროპა ჩვენი სახლიას” დამუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი თავის ფეისბუკზე და “გაბედეს წევრის 1000 ლარით დაჯარიმებას ეხმაურება.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ბიძინას სურათის ბუჩქზე დაკიდების გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დარინა აბულაძემ მოქალაქე სამართალდამრღვევად სცნო და მერიის მიერ დაწერილი 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა!
რამდენიმე დღით ადრე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ საჯარო მოხელეების აქციის დროს, ერთ- ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისს, რომელიც განთავსებულია შენობაში, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, საღებავები ესროლეს, იერსახე დაუზიანეს!
მერია თავის თავს ხომარ დაიჯარიმებდა?!
გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მიმდინარე აქციის გამო დაჯარიმების ორი შემთხვევა გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქუთაისში, ორივე ჩვენს ორგანიზაციას ეხებოდა, თუმცა სასამართლომ არცერთ ჯერზე სამართალდამღრვევად არ გვცნო.
უპრეცედენტო შემთხვევაა და საუკუნის თავხედობაა დღეს პარტიული დავალების შემსრულები მოსამართლისგან ბუჩქზე არაფორმალური ლიდერის სურათის დაკიდების გამო მოქალაქის 1000 ლარით დაჯარიმება!
არ ვიცნობ და არ ვიცი რას საქმიანობს ადამიანი, ვინც დააჯარიმეს, მაგრამ დღეიდან ვიცი, რომ ბიძინას სურათის დაკიდება ქუთაისში დასჯადია.
30 მა ადამიანმა რომ ხვალ იგივე გავიმეოროთ რას იზამს მერია, სასამართლო და ბიძინა?!” – წერს თორნიკე ბარათაშვილი თავის ფეისბუკზე.
,,ტრაგი-კომიკური გადაწყვეტილება“ – ,,გაბედეს“ წევრი 1000 ლარით დააჯარიმეს