თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.
„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ სასამართლო ერთი ადამაინის ხუშტურებზეა მორგებული“-განაცხადა ქუთასის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმაძღვანელმა გიგა შუშანიამ.
პოლიტიკოსი “მეგა ტვ”-ს ონლაინ ჩერთო. შუშანიამ სამომავლლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ახლა ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებისა და ქიშპობის დრო არაა. შეგახსენებთ რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.









