LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-თეონა დოლენჯაშვილი

სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-თეონა დოლენჯაშვილი

დაპოსტა 2020/03/27-ში
A A
163
ნახვა
გაზიარება

ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – განაცხადა ფონდ “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” დამფუძნებელმა – თეონა დოლენჯაშვილმა.

,,საბერიოს კლინიკაში ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი ნამდვილად პირველი იყო და ამას ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის რაიონი ღვთის ანაბარადაა მიტოვებული. იქაურ კლინიკებში ელემენტარული საჭიროების ნივთებიც არ აქვთ, მით უფრო, ასეთ მძიმე და კრიზისულ პერიოდში, რომ აღარაფერი ვთქვათ მნიშვნელოვან სამედიცინო ინვენტარზე. ძალიან მიხარია, თუ ჩვენი ხელისუფლება ამას ახლა მაინც დაუთმობს სათანადო ყურადღებას და თუნდაც თავისი პოლიტიკური ოპონენტების აქტივობების გადასაფარად გააკეთებს რამე მნიშვნელოვანს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა მომავლისთვის”, ეს დახმარება არ ყოფილა პირველი. ჩვენ აქამდეც ბევრი რამ გაგვიკეთებია აფხაზეთისთვის, იმავე ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან, მაგრამ არასდროს არ გაგვიხმოვანებია. მე მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება საქველმოქმედო ფონდში შემომწირველი – ოცნების, ნაციონალების, თუ ლელოს მხარდამჭერი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემოწირულობა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და ეს ღიად განვაცხადეთ. ასე ვეტყვით მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეს შემოუერთდება, რადგან ეს ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას. პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენ არ გვჭირდება – პოლიტიკურ ქულების დაწერას,  სამწუხაროდ, ჩვენი სამინისტრო ცდილობს, როდესაც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმის კეთების მსურველთა კრიტიკას ახლა ასეთ რთულ დროს იწყებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გახმოვანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითი მიგვეცა სხვებისთვის, გვეთქვა, რომ ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია, რომ ამ ადამიანებს ახლა დახმარება სჭირდებათ და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი. უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია გვიკავშირდება და გვეკითხება, რითი შეძლებენ დახმარებას თავადაც. გარდა ამისა, პრობლემა შეგვექმნა ე.წ. საზღვარზეც. მაშინ, როდესაც აფხაზური საგუშაგო გახსნილი იყო ამ ტვირთის მისაღებად, ქართული რატომღაც ჩაკეტეს… იმედია, ასეთ დროს პოლიტიკოსიც, მესაზღვრეც, ექიმიც  თუ თითოეული რიგითი მოქალაქეც ერთად დადგება და საერთო საქმეს ერთიანი ძალისმხევით გააკეთებს’’ –  განაცხადა “მომოს” დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

თეგები: თეონა დოლენჯაშვილიმიმო
გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

“დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა” – პატრიარქი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად...

დაწვრილებითDetails

” კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა” – თენგიზ შარმანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
ამერიკის საელჩო “ქართულ ოცნებას”  შეკითხვით მიმართავს
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. საელჩო „გულწრფელ სამძიმარს“ უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. „განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში
მთავარი

პროცესის დასაწყისს, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით აღნიშნა, რომ საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო საჯარო რეჟიმში, შესაბამისად, იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. - ამის შესახებ პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა...

დაწვრილებითDetails

სეტყვა, ძლიერი თოვა, ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: „დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით....

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს სიტყვა წინა დღეებშიც არაერთხელ შეაწყვეტინა და “მიუხედავად არაერთი...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 577 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

“ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ!” – რევაზ ნადარაია

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული და „აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ” „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, პოლიტიკურად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"