LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნამოხვანში “ენკას” ხიდის მოსამზადებელი სამუშაოები რიონმა წაიღო (+ფოტო)

სამინისტროსთვის მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან “ნამახვანი ჰესის” საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა – ეკონომიკის სამინისტრო

დაპოსტა 2021/04/08-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს – სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

განცხადების მიხედვით, სამინისტროსთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და “ნამახვანი ჰესის” მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან.

სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე დროს, აღნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და “ნამახვანი ჰესის” მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

სხვადასხვა საკითხების პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს. სამინისტრო აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა, უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან “ნამახვანი ჰესის” საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს სრული და ამომწურავი პასუხი ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამის ნათელი მაგალითია საჯარო განმარტებები, რომლებიც სამინისტრომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ ღიად და საჯაროდ ვუპასუხოთ ყველა დასმულ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ როგორც აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის განვითარების პროცედურა, ასევე უშუალოდ კონტრაქტზე მუშაობა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად “ნამახვანი ჰესის” პროექტთან, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად,” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ფინანსური იღბალი ეწვევათ

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ფულის გამომუშავებისადმი დამოკიდებულება შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგიერთი ადამიანი ბევრს შრომობს და გრძნობს, რომ არ იღებს საკმარის შედეგს. სხვებს მეტი იღბალი აქვთ. როგორც ჩანს, ფული მათკენ მდინარესავით მიედინება. ისინი ადვილად უკავშირდებიან...

დაწვრილებითDetails

“800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს - მათ არც ერთი წუთი არ გაუტარებიათ პარლამენტის შენობაში, თუმცა დაახლოებით, 800 000 ლარი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მთავარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დეპუტატი მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს. კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშხი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მარიამ ლაშხს პარლამენტი ახალ თანამდებობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. კომიტეტს აქამდე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
84 ხმით – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: - გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი...

დაწვრილებითDetails

დაავადება, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – სტატისტიკა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 6 მიზეზი, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი...

დაწვრილებითDetails

დაჭრა თბილისში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, -...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც წარმატება ელის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

2025 წლის ივნისის ბოლო დღეს, ნეპტუნისა და პლუტონის ასტროლოგიური განლაგება გზას გაგიხსნით შვებისა და შინაგანი გადატვირთვისკენ. ამას განსაკუთრებით კურო, ტყუპები და მორიელი იგრძნობს. სწორედ მათთვის მთავრდება რთული პერიოდი. კურო თითქოს...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია სეტყვა, ძლიერი ქარი, წვიმა…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივლისს გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა...

დაწვრილებითDetails

ჭიათურაში 7 ადამიანი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ჭიათურაში 7 ადამიანი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი
მთავარი

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, შვიდი ადამიანი შიმშილობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი "მაღაროელი" ავრცელებს. მისივე ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს კიდევ ორმა მაღაროელმა მიმართა, სამს კი პირი აქვს ამოკერილი....

დაწვრილებითDetails

“გახარიამ გაიაზრა, რომ კომისიაზე მეორედ განადგურდებოდა და უცხოეთში გაიქცა”- გურამ მაჭარაშვილი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

გახარიამ გაიაზრა, რომ კომისიაზე მეორედ განადგურდებოდა და უცხოეთში გაიქცა, თუმცა მანიპულაციები რომ არ დარჩეს, ჩართვის შესაძლებლობა მივეცით - იმედია, ტელეეკრანიდან მაინც არ შეეშინდება კომისიის, კომისიის წევრების და იმ კითხვების, რომელზე პასუხებიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"