პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად დაკიდა და ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან,” – წერს კახა კუჭავა “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა გუშინ ჩამოგლიჯეს და დაწვეს.