LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის შვიდი კერაა

სად არის ტყის ქვედა საფარის ხანძრის აქტიური კერები საქართველოში

დაპოსტა 2019/12/24-ში
A A
110
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 6 აქტიური კერაა.

მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს. 4 ლოკაციაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

„მარნეული – სოფელი ახკერპი. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

თიანეთი – სოფელი ჩაბანო. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

დუშეთი – სოფელ ახალი ტონჩა. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვანი – სოფელი ძულუხი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია.

ქვემო-ქართლი – უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 140-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მარტვილი – სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცაგერი – სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ლანჩხუთი – სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

წალენჯიხა – სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს.

მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: ტყის ხანძარიხანძარი
გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით. არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს,...

დაწვრილებითDetails

ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, მას ძარცვავდნენ, ოთახში გამოკეტეს – ინდოელი სტუდენტის მშობლები
მთავარი

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ...

დაწვრილებითDetails

„გლოვობს ჩემი ბათუმი…” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ბათუმში ახალგაზრდა კაცს, კახა კიკაბიძეს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „კახა კიკაბიძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და...

დაწვრილებითDetails

პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი გარდაიცვალა
მთავარი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი - ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად. მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცის ვინაობა
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. ახალგაზრდა კაცი სოფელ ართანის მკვიდრია. ის ოჯახთან ერთად, სოფლის მეურნეობას მისდევდა და კერძო პირთანაც იყო დასაქმებული. ავარიის დროს ავტომობილში...

დაწვრილებითDetails

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, კიდევ ერთი პირი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მიღებული დაზიანებებით 30...

დაწვრილებითDetails

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

23 წლის ინდოელი სტუდენტი, დვანიტ რაჯდიპი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინდოელი სტუდენტის ცხედარი მტკვარში ნახეს. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
მაისი 30, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა - უწყებაში მედია 11:00 საათზე დაიბარეს. ვინ იქნება სპიკერი ან რა თემაზე გაიმართება ბრიფინგი ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში გაუშვეს. არცერთ ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, უცნობია, აღიარებენ თუ არა ბრალდებულები იმ დანაშაულს, რასაც გამოძიება ედავება. საქმეში...

დაწვრილებითDetails

22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
22 წლის მარიამ საგინაძეს გლოვობენ
მთავარი

 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მკვიდრი, 22 წლის მარიამ საგინაძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგონა მძიმე სენს - ლეიკემიას ებრძოდა. მარიამს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან: „მხოლოდ სიკვდილს შეუძლია, სიცოცხლით სავსე თვალების ჩაქრობა… როგორ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"