2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.9 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 189.2 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 19.7 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში ეს მონაცემი 170.2 ლარს შეადგენდა.