სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. 74 და 54 წლის მამაკაცები გალიდან არიან.
რუხში მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე 186 კოვიდინფიცირებული აგრძელებს, 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ 6 კოვიდცენტრში ჯამში 446 ადამიანი მკურნალობს. კარანტინში 17 პირი რჩება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 283 შეადგენს ადამიანი.