LIVE TV
ოთხშაბათი, მარტი 29, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

რუსეთში შამანებს ებრძვიან-რა საფრთხე დაინახა პუტინმა

დაპოსტა 2019/09/23-ში
გაზიარება
იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ფეხით მიდიოდა, რათა „პუტინი ჯოჯოხეთში განედევნა“, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 19 სექტემბერს დააკავეს ირკუტსკის ოლქისა და ბურიატიის საზღვართან. იგი უკვე 6 თვეა ფეხით მიდის მოსკოვისკენ, საიდანაც 2021 წელს პუტინის განდევნას აპირებს.

19 სექტემბერს ღამით ბანაკს, სადაც შამანის მხარდამჭერებს ეძინათ, რამდენიმე მანქანა მიუახლოვდა. თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა გაბიშევის კარავს ალყა შემოარტყეს და შამანი დააკავეს; მას თავისი ნივთების აკრეფის საშუალება არ მისცეს,  ჩამოართვეს ურიკაც, რომელიც თან მიჰქონდა.

რუსეთის შს სამინისტროს რეგიონული განყოფილების ინფორმაციით, გაბიშევი ულან-უდეს პოლიციაში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით იაკუტიის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ამჟამად გაბიშევი ადგილობრივ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერშია გადაყვანილი, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პათოლოგიები გამოუვლინდა, ჩვენ მზად ვართ მას კვალიფიციური დახმარება გავუწიოთ. საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ სამსახურებს მივმართავთ“, – ნათქვამია იაკუტიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გაბიშევს „სინდისის პატიმარი“ უწოდა. „რუსეთის ხელისუფლების რეაქცია აბსურდულია“, – განაცხადა „ამნესთი ინთერნეიშენალის“​ რუსული ბიუროს დირექტორმა ნატალია ზვიაგინამ.

„ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეს, გაბიშევსაც აქვს უფლება, პოლიტიკური შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს და ჩაატაროს რელიგიური რიტუალები“, – განაცხადა ზვიაგინამ. მან რუსეთის მთავრობას შამანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

იაკუტიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაბიშევი „დანაშაულისთვის იძებნებოდა“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

ვინ არის შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რატომ სურს პუტინის განდევნა და რატომ ეშინია პუტინს მისი? იგი რუსეთის პრეზიდენტს ბნელი ძალების მოციქულად, „დემონად“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი განდევნა მხოლოდ შამანს შეუძლია. შამანი მოსკოვისკენ მიემართებოდა, რათა წითელ მოედანზე სპეციალური რიტუალი ჩაეტარებინა და პუტინი ჯოჯოხეთში ჩაეგდო, საიდანაც მოვიდა.

გზად ალექსანდრ გაბიშევს ძალიან ბევრი ადამიანი ეხმარებოდა ფულით, საკვებით, მას ბევრი მომხრე ჰყავს იაკუტიაშიც და ბურიატიაშიც; გავრცელებული ინფორმაციით, ულან უდეში გაბიშევს უამრავი ადამიანი ელოდა, რომლებიც მის შესახვედრად და მოსასმენად ქალაქის მთავარ მოედანზე აპირებდნენ შეკრებას.

წყარო:24tv.ua

თეგები: ალექსანდრ გაბიშევიპუტინიშამანი
გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

რუსეთმა ამერიკა სულ მცირე ორჯერ გადაარჩინა-პატრუშევი

მარტი 29, 2023
43
მთავარი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან, Российская газета-სთან საუბარში  თქვა ,რომ რუსეთმა აშშ, სულ მცირე, ორჯერ გადაარჩინა. "ჩვენი მრავალსაუკონოვანი კულტურა ეფუძნება სულიერებას, თანაგრძნობასა და მოწყალებას. რუსეთი ისტორიულად ნებისმიერი ხალხის,...

დაწვრილებით

ქართველი მოჭადრაკე,მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია

მარტი 29, 2023
25
მთავარი

"მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია!!! ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ქართველმა ქალმა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება! არაბიძემ, 11-იდან 8,5 ქულა დააგროვა, მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მარცხის გარეშე განვლო ჩემპიონატი და დამაჯერებლად...

დაწვრილებით

საზარელი შემთხვევა-ძუ ძაღლი შეჯვარების მიზნით ბოჩკაზე “მიასკოჩეს”

მარტი 29, 2023
278
მთავარი

"გივი ნადირაძეს ვინც იცნობთ სამტრედიაში მისი ტელეფონი მომწერეთ თუ შეიძლება 🙏 აუცილებლად უნდა გავესაუბრო თემაზე, თუ რამდენად ნორმალურია ძუ ძაღლის ბოძზე "მისკოჩვა" და ისე შეჯვარება."- თათები.Tatebi.  

დაწვრილებით

მეწყრული პროცესების გამო რიკოთის გვირაბის შესასვლელ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მარტი 29, 2023
58
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების ცნობით, აკრძალვის მიზეზი გახდა გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყრული...

დაწვრილებით

ყრუაშვილმა უელსისა და ლატვიის მატჩი იმსაჯა

მარტი 29, 2023
42
მთავარი

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში უელსისა და ლატვიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც UEFA-ს გადაწყვეტილებით, ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო. მას ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ...

დაწვრილებით

მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შიდა ქართლში შუა ხნის კაცი დააკავეს

მარტი 29, 2023
96
მთავარი

არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც ჩვენ შეგნებულად, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის კაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...

დაწვრილებით

2017 წლიდან ბიბლიური თავისუფლება ათავისუფლებდა მონებს “ვიშკაზე” დგომისგან-“გირჩი”

მარტი 29, 2023
34
მთავარი

"Biblical Freedom • ბიბლიური თავისუფლება შეიქმნა ადამიანების სავალდებულო საყარაულო სამსახურისგან თავის დაღწევის მიზნით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია მიზნად რელიგია დაგვეფუძნებინა. 2017 წლიდან ასე ფუნქციონირებდა ჩვენი “ეკლესია” და ათავისუფლებდა...

დაწვრილებით

რიანას სახლში მამაკაცი შეიჭრა,რათა მისთვის ცოლობა ეთხოვა

მარტი 29, 2023
39
performs onstage during the 2016 MTV Video Music Awards at Madison Square Garden on August 28, 2016 in New York City.
მთავარი

ცნობილი მომღერის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში შეჭრის მცდელობისთვის უცნობი მამაკაცი პოლიციამ დააკავა. როგორც გაირკვა კაცმა სამხრეთ კაროლინადან 4000 კმ-ზე მეტი გაიარა, რათა რიანასთვის ხელი ეთხოვა. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ინციდენტისას რიანა...

დაწვრილებით

აზერბაიჯანელი დეპუტატი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მარტი 29, 2023
26
მთავარი

აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზილ მუსტაფა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა მილი მეჯლისის დეპუტატს ცეცხლი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაუხსნეს. მას ტყვიები მხარსა და ფეხში მოხვდა. ოჯახის ცნობით, პოლიტიკოსის ოპერაცია ამ დროისთვის...

დაწვრილებით

თუ ბახმუტი დაეცემა,პუტინი ამ გამარჯვებას მიყიდის დასავლეთს-ზელენსკი

მარტი 29, 2023
55
მთავარი

"თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას მიყიდის დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთს, ირანს. თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს, იგრძნობს, რომ ჩვენ დავსუსტდით, გაზრდის ზეწოლას. ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას. ჩვენი...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ჭიათურაში 100-წლიანი ისტორიის შენობა ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შეიძენს

მარტი 5, 2021
207
საზოგადოება

როგორ ვეკონტაქტოთ შვილებს პანდემიის პირობებში- ონლაინ კონსულტაციები მშობლებისთვის

აპრილი 9, 2020
131
მთავარი

20 ივნისს პოლიციისგან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური-გიორგი გახარია

მარტი 17, 2023
34





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!