ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ რუსეთის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
გავრცელებული ცნობით, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან ჯარიმის სახით 5 მილიონ რუბლამდე თანხის გადახდა დაემუქრებათ.
მარტის დასაწყისში რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიაზე “ფეიკნიუსის გავრცელება” სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.