ტელეწამყვანები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია “ფორმულაზე” გადაცემას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავად ჟიჟილაშვილმა დაუდასტურა.
როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა, გადაცემას კვლავ “პოლიტმეტრი” ერქმევა და იგივე გუნდი მოამზადებს. მაყურებელს მისი ყურება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 21 საათზე შეეძლება. პირველი გადაცემა 3 ივლისს გავა ეთერში.
წყარო: რადიოთავისუფლება