უკრაინაში გარდაცვლილ არკადი კასრაძეს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ. გარდაცვლილ მეომრებს სავარაუდოდ ხვალ დილით უკვე კიევში ჩაასვენებენ, სადაც ჯარისკაცები პანაშვიდს გადაუხდიან.
“უკვე მოხერხდა არკადი კასრაძის გამოყვანა, ქალაქ დნეპრში უკვე ელოდება ტრანსპორტი, რომელიც უკვე წამოასვენებს კიევში. კიევში ჩვენ გამოვემშვიდობებით ერთ-ერთ ეკლესიაში, პანაშვიდს გადავიხდით და ყველაზე დიდი უკვე სამ დღეში თბილისში ჩამოასვენებენ”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.
საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქში, მძიმე ვითარებაა მარიუპოლშიც, ხარკოვსა და იზიუმში. ქართველი მებრძოლის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, ოკუპანტები თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს.