„პრაიმტაიმს” საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ აცნობეს.
ქეთი წივწივაძე, ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქეთი, საავადმყოფოდან ემოციურ წერილს აქვეყნებდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთცრემლებს დარდიანს,
და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს.
სანამ მოვკვდები,მანამ მოდით მომეალერსეთ, გული გამითბეთ, დამენახეთდა გამახარეთ.
და კი როდესაც, დამივიწყეთ ყველამ ცოცხალი, თქვენ ეს იცოდეთ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე.
ცნობილია, რომ ქართველ ქალს საავადმყოფოში ღვიძლის პრობლემით მკურნალობდნენ, თუმცა ახლობლებმა ჯერ არ იციან, რა გახდა მდგომარეობის დამძიმების მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს კორონავირუსს.