LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

დაპოსტა 2025/07/19-ში
A A
53
ნახვა
გაზიარება

მზით დამწვრობა და ნამზეური მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთი აგრესიული ფორმისას, როგორიცაა მელანომა. ასევე მზის ზემოქმედებისგან კანი ადრე ბერდება: ის ნაკლებად ელასტიკური ხდება, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ღია ფერის კანი აქვთ და მზეზე დიდ დროს ატარებენ, ეს უკვე 40 წლისთვის ემართებათ.

 

აირჩიეთ მზისგან დამცავი საშუალება

მზისგან დამცავი საშუალება კანის კიბოს განვითარებისა და მისი ვადამდელი დაბერების წინააღმდეგ პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორი არჩევნის გაკეთებისათვის გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

 

SPF

 

ეს მზისგან დამცავი ფაქტორია. SPF 15 ბლოკავს B ჯგუფის ულტრაიისფერი სხივების 93%-ს, SPF 30 – 97%-ს. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის რჩევაა დამცავ საშუალებად არანაკლებ SPF 30-ის გამოყენება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის – არანაკლებ SPF 15. თუმცა უფრო ძლიერი დაცვა უპირობოდ ესაჭიროებათ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს, ასევე მათ, ვინც ქუჩაში დიდ დროს ატარებს.

 

ფართო სპექტრის დაცვა

 

რადგან SPF მიუთითებს მხოლოდ B ჯგუფის ულტრაიისფერი სხივებისაგან (UVB) დაცვაზე, რომლებიც დამწვრობას იწვევს, უნდა დარწმუნდეთ, რომ მზისგან დამცავი საშუალება არც A ჯგუფის სხივებს (UVA) ატარებს, რომლებიც კანის დაბერებას იწვევს. თუ შეფუთვას აწერია, რომ ეს არის ფართო სპექტრის დაცვა, ესე იგი ეს ის არის, რაც გჭირდებათ.

 

შემადგენლობა

 

ადამიანების უმრავლესობისათვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არ არის: მზისგან დამცავი საშუალებების მთავარი კომპონენტები თავის საქმეს მეტ-ნაკლებად ერთნაირად უმკლავდება. არსებობს ორგანული ფილტრები (მაგალითად, ოქტინოკსატი, ავობენზონი) – ისინი ულტრაიისფერ სხივებს სითბოდ გარდაქმნიან და კანში არ ატარებენ. არაორგანული ფილტრები (თუთიის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი) ულტრაიისფერ სხივებს ირეკლავენ და ფანტავენ.​​​​​​ ასეთი ნივთიერებები იშვიათად აღიზიანებს კანს. მაგრამ თუ ნაწილაკები მსხვილია, კანზე იქნება თეთრი აპკი. თუმცა, თანამედროვე კრემებში ხშირად უფრო წვრილ ნაწილაკებს იყენებენ.

 

რაც შეეხება ამ საშუალებებზე ნეგატიურ რეაქციას, ყველაზე ხშირად კონტაქტურ დერმატიტს (ანთება გარკვეულ ნივთიერებასთან კონტაქტის გამო) იწვევს ოქსიბენზონი, თუმცა მასთან დაკავშირებული რისკიც მცირეა.

 

ბავშვებისთვის რეკომენდებულია ზეთოვანი საშუალებების არჩევა არაორგანული ფილტრებით.

 

მზისგან დამცავი საშუალებების შემადგენლობაში ვიტამინებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ.

 

წყალგამძლეობა

 

სამწუხაროდ, იმ შემთხვევაშიც, თუ შეფუთვაზე წერია, რომ კრემი წყალგამძლეა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბანაობის შემდეგ ის კანზე თავდაპირველი მოცულობით დარჩება – სინამდვილეში, კრემი ხელახლა უნდა წაისვათ.

 

სახეობა

 

წყლის საფუძველზე შექმნილი კრემები ბევრად სასიამოვნოა გამოყენებისას, ვიდრე ზეთოვანი კრემები. სპრეის და კრემს შორის არჩევნის გაკეთება ინდივიდუალური საქმეა, მაგრამ სპრეის თანაბრად წასმა რთულია, ამასთან, არსებობს მისი შესუნთქვის რისკი.

 

მზისგან დამცავი საშუალება თანაბრად წაისვით

როდის. იმის გასაგებად, გჭირდებათ თუ არა კონკრეტულ დღეს მზისგან დაცვა, ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ-ინდექსს (ულტრაიისფერი გამოსხივების დონის მაჩვენებელი). მისი მოძებნა ამინდის აპლიკაციებში შეიძლება. ის საკმაოდ მაღალია ხოლმე ღრუბლიან ამინდშიც და შედარებით დაბალი ტემპერატურის დროსაც, ამიტომ პირადი შეგრძნებებით ნუ იხელმძღვანელებთ. მზისგან დამცავი საშუალება უნდა წაისვათ მაშინ, როდესაც უი-ინდექსი – 3 ან მეტია. სპეციალისტების თქმით, თუ ადამიანს კანის კიბოს განვითარების რისკი მაღალი არ აქვს, მას არაფერი მოუვა თუ 15 წუთის განმავლობაში ივლის ქუჩაში მზისგან დამცავი საშუალების გარეშე 3 იუ-ინდექსის პირობებშიც. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა კანზეც თებერვალში მზის პირველი გამოჩენისთანავე პიგმენტური ლაქები ჩნდება და მათ კანის დაცვა უპირობოდ სჭირდებათ.

 

მზისგან დამცავი საშუალება უნდა წაისვათ სახლიდან გასვლამდე 15-30 წუთით ადრე. მისი განახლება აუცილებელია ყოველ ორ საათში ერთხელ, ხანგრძლივი ბანაობის შემდეგ, თუ თქვენ ლოგინში წევხართ, ასევე კანის პირსახოცით გამშრალების შემდეგ.

 

რამდენი. ბევრი. ჩვეულებრივ ადამიანები საჭირო რაოდენობაზე 2-4-ჯერ ნაკლებ კრემს ისვამენ. თქვენთვის საჭირო კრემის რაოდენობის გამოთვლას ამ კალკულატორით შეძლებთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ ასეთი მონდომების გამო თქვენი კანი D ვიტამინს ვერ გამოიმუშავებს. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი რამ არ ხდება. საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის გამომუშავებისთვის, ბევრი ულტრაიისფერი სხივი საჭირო არ არის.

 

სად. კანის ღია მონაკვეთებზე. ხშირად ავიწყდებათ მზისგან დამცავი საშუალების წასმა ყურის ნიჟარებზე, ქუსლებზე, კისერზე, თავზე (თუ მასზე თმა არ არის), ტუჩებზე (შეიძლება SPF-იანი ტუჩის ბალზამის გამოყენება).

 

როგორ. დერმატოლოგიის ამერიკული აკადემიის რჩევაა სპრეის ჯერ ხელის გულზე შესხმა და მხოლოდ ამის შემდეგ საჭირო ადგლებზე წასმა, იმისთვის, რომ ის არ შეისუნთქოთ და არ მოხვდეს ლორწოვან ადგილებზე. შეიძლება ასევე SPF-იანი პუდრის გამოყენება. მაკიაჟის ნაცვლად რეკომენდებულია სპეციალური მზისგან დამცავი ტონალური საშუალებების წასმა.

 

გამოიყენეთ სხვა დამცავი საშუალებები

მზისგან დამცავი საშუალებები უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ულტრაიისფერი სხივებისაგან მხოლოდ ის ვერ დაგიცავთ. მეტიც, ზოგიერთ ადამიანს არ უნდა ან არ შეუძლია მისი გამოყენება. რეკომენდრებულია, რომ 6 თვემდე ჩვილები მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას მოარიდოთ, და აქ დაცვის ალტერნატიული მეთოდები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

 

ჩრდილი. მოერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, განსაკუთრებით 10-დან 16 საათამდე. და გახსოვდეთ, რომ UVA-სხივები, რომლებიც ძირითადად კანის დაბერებას იწვევს, შუშაში აღწევს. არსებობს მზისგან დამცავი აპკები ფანჯრებზე ასაკრავად მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ავტომობილში ან დაწესებულებაში დიდ ფანჯარასთან.

 

ტანსაცმელი. შეძლებისდაგვარად ატარეთ გრძელსახელოიანი ტანსაცმელი, შარვალი და ფართოფარფლიანი შლაპა. ყველაზე კარგად დაგიცავთ მკვრივი (სინათლის გაუმტარი) ქსოვილის, მუქი ფერის ტანსაცმელი. ხშირად, სველი ტანსაცმელი დამცავ ძალას კარგავს. არსებობს სპეციალურად, ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვისათვის შექმნილი ტანსაცმელი. მისი ეფექტიანობის გაზომვა UPF-ს (ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის ფაქტორი) საშუალებით შეიძლება: 15-24 – კარგი დაცვაა, 25-39 – ძალიან კარგი, 40 და მეტი – შესანიშნავი.

 

სათვალე. იმ შემთხვევაშიც თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს, მზისგან დამცავი სათვალე მაინც გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალის მიდამოებში ავთვისებინი სიმსივნეების განვითარების რისკი იზრდება. ასევე, ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის გარეშე ასაკის მატებასთან ერთად დიდი ალბათობით წარმოიქმნება კატარაქტა ან ყვითელი ლაქის დეგენერაცია. უკეთესია თუ ლინზები ფართოა – მაშინ დაცვა უფრო ეფექტიანია. მაგრამ მუქი სათვალე ყოველთვის მზისგან დამცავი არ არის და საჭიროა ისეთის არჩევა, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს (ეს შეიძლება აღნიშნული იყოს წარწერით UV 400). ამასთან, ლინზების ფერი და სიმუქის ხარისხი მნიშვნელოვანი არ არის: ძალიან მუქი სათვალეც შეიძლება აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდეს მზისგან დასაცავად.

თუ მაინც დაიწვით, დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი და წაისვით დამატენიანებელი კრემი

შეიძლება ასევე პერიოდულად გრილი შხაპის მიღება და დამატენიანებელი კრემის გამოყენება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ კანზე ზეთი ან სხვა ცხიმიანი პროდუქტები. წყლულების გაჩენის და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

 

ყურადღება მიაქციეთ ხალებს

მზისგან დამწვრობა, განსაკუთრებით ბავშვობაში, მელანობის განვითარების რისკს ზრდის, რომელიც დამწვრობიდან დიდი ხნის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს. კიბოს სხვა, ნაკლებად საშიში სახეობები ჩვეულებრივ დაგროვებითი ეფექტის გამო წარმოიქმნება, ანუ დამწვრობის გარეშეც – მხოლოდ იმიტომ, რომ მზე დიდხანს მოქმედებდა კანზე. ამასთან ადამიანი შეიძლება ან გარუჯულიყო ან არა.

 

მელანომის რაც შეიძლება ადრე აღმოსაჩენად არსებობს რამდენიმე ნიშანი. ესენია,

 

– ასიმეტრიული ხალი

– არათანაბარი ნაპირები

– არაერთგვაროვანი შეფერილობა

– 6 მილიმეტრზე მეტი ზომის

– დინამიკა, ანუ ხალი იცვლება

 

კანის კიბოს სხვა, უფრო უვნებელი ფორმების ნიშანია, თუ კანზე რაღაც ახალი წარმონაქმნი (თუნდაც უფერო) ან წყლული გაჩნდა, ეს ადგილი გექავებათ, მას სისხლი სდის და თვეზე მეტხანს არ ხორცდება.

 

ჯერჯერობით არ არსებობს სარწმუნო მონაცემები იმის შესახებ, რომ კიბოს საშუალო რისკის მქონე ადამიანების რეგულარული ვიზიტებით დერმატოლოგებთან, კანის კიბოს აღმოჩენა დროულად შეიძლება. თქვენი რისკის ხარისხის დადგენა ექიმს შეუძლია. ყველა შემთხვევაში, რეკომენდებულია თვეში ერთხელ საკუთარი კანის სარკეების მეშვეობით შემოწმება.

 

წყარო: Meduza

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

2026 წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების შედეგად, ორშაბათიდან პარასკევის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 13 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 14 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6818, ევრო – 3.1404, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6245 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში, არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების...

დაწვრილებითDetails

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. როგორც ცენტრალური კრიმინალური...

დაწვრილებითDetails

ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დაბა ჩაქვში (ი. გოგებაშვილის II შეს. N 30) ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო გამოავლინეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე მერის წარმომადგენლები დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სამი პირი დაკავებულია, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ...

დაწვრილებითDetails

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

  კურო   გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.   ტყუპები   დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"