ინგრედიენტები:
- ლეღვი – 1 კგ
- წყალი – 2 ჭიქა
- შაქარი – 1 კგ
შავი სამურაბე ლეღვი ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ ხის ჩხირით. ორ ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. დაჩხვლეტილი ლეღვი მოვათავსოთ სიროფში და ნახევარსაათიანი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაჩეროთ რამდენიმე საათით ან მეორე დღემდე. შემდეგ კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ სიროფი არ შესქელდება და ლეღვი ქარვის ფერს არ მიიღებს.