2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს დიდი საპროტესტო ტალღა და მძიმე პროცესები მოჰყვა, რაც იმავე ღამით აქციის დარბევით დასრუულდა.
მოსახლეობის პროტესტი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოჰყვა.
თბილისის პარალელურად აქციები მიმდინარეობდა ქუთაისში.
ქალაქში აქციები მერიასთან და მესხიშვილის თეატრის წინ მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეწყობდა აქცია მსვლელობი. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვნენ. გაიმართა აქციები სახელწოდებდებებით “დაუსიგნალე გახარიას” ,“სირცხვილია”.
აქციებში მონაწილეობნენ სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, სკოლის მოსწავლეები არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები.
“მეგა ტვ” გთავაზობთ ფოტო და ვიდეო მასალას თუ როგორი იყო გასული წლის 20 ივნისი და მისი შედეგები ქუთაისში.
ქუთაისში პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა რაც თბილისში პარლამენტთან აქციია ძალის გამოყენებით დაშალეს.
ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.
საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.
გავრილოვის ღამის 1 წლის თავზე ქუთაისში 2 აქციაა დაგეგილი.