ასტროლოგი რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, სექტემბერი ასტროლოგიური თვალსაზრისით შედარებით მშვიდი იქნება. ბევრი რთული („ცეცხლოვანი“ ენერგიით გაჯერებული) მოვლენა, რომელიც მსოფლიოსთვის აგვისტოში მნიშვნელოვანი და რეზონანსული იყო, სექტემბერში შედარებით დამშვიდდება.
„თვე დაიწყება ახალმთვარეობით (7 სექტემბერს). ეს ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში, კონკრეტულად კი მე-15 გრადუსში იქნება. ეს გრადუსი სიმბოლურად გზაჯვარედინს ნიშნავს, ამიტომ ამ პერიოდში ადამიანებს მოუწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება, სავალი გზის არჩევა. ეს აუცილებელი იქნება მომავლის სწორად ფორმირებისთვის. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოსალოდნელია ძილის რეჟიმის დარღვევაც (განსაკუთრებით ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გადაღლილ ადამიანებში). ამ ახალმთვარეობასთან (მზე-მთვარის შეერთებასთან) დაპირისპირებაშია ნეპტუნი. საერთოდაც, სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება მზე-ნეპტუნის ოპოზიცია (აქტიური იქნება 6-22 სექტემბრის შუალედში), რომელიც გააძლიერებს ისტერიულ ფონს. რაც იმას ნიშნავს, რომ არა უფრო მოვლენები იქნება ძალიან მასშტაბური და მტკივნეული, არამედ უფრო ადამიანების მხრიდან ამ მოვლენების გადამეტებულად შეფასება. ამ პერიოდში მოიმატებს ცდუნების, ტყუილის, ილუზიის და ფეიკ-ინფორმაციის გავრცელების ალბათობა. აქ ხდება ქალწული-თევზების „დაჯახება“, სადაც ლოგიკა და რწმენა ერთმანეთს უპირისპირდება. ამიტომ რეკომენდებულია მოვლენების შეფასებისას უფრო ლოგიკური ვიყოთ და ყურადღება ფაქტებზე გავამახვილოთ (6-22 სექტემბრის შუალედში ხიფათის შექმნა დაკავშირებული იქნება წყლის სტიქიასთან, ამიტომ ზღვაზე, მდინარეზე, ტბაზე მყოფმა ადამიანებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ).
სტრატეგიული დაგეგმვის და ტაქტიკური მოქმედების უნარი ზემოთ ხსენებულ ილუზიის და ცდუნების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს (განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში ძლიერი მერკური, სატურნი, პლუტონი, ქალწული, მორიელი და თხის რქა გააჩნიათ) სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა სექტემბრის პირველ დეკადაში სასწორში იმოძრავებს, რაც სასიყვარულო ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს, განსაკუთრებით თუ ის აგვისტოს მეორე ნახევარში განვითარდა.
ვენერა – 11 სექტემბრიდან მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს და მოიმატებს მგრძნობიარობა, სექსუალურობა, ასევე ეჭვიანობა და კონტროლის სურვილი. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიტუაციის დრამატიზაციისგან და უსაფუძვლო ეჭვიანობისგან, რადგან ეს ურთიერთობას სერიოზულად გაართულებს. ეს ყოველივე მოსალოდნელია თვის დასაწყისშიც კი საგრძნობი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა სასწორში იქნება, ის შექმნის კვადრატულ ასპექტს პლუტონთან. სექტემბერში პლანეტა ვენერას სხვა ასპექტებიდან უნდა გამოვარჩიოთ სატურნთან კვადრატი, რომელიც ურთიერთობებში კომპლექსებს, „სიცივეს“ და მიუღებლობას გააძლიერებს. ამ დროს პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მთელი რიგი პრობლემების შექმნა (ეს მოსალოდნელია 13-20 სექტემბრის შუალედში). თუმცა მთლიანობაში, სექტემბრის მეორე და მესამე დეკადა სექსუალური კუთხით გამორჩეული იქნება და მოსალოდნელია როგორც ახალი ურთიერთობის დაწყება, ისე შეიძლება ეს იყოს, ძველი, დროებით „დაკონსერვებული“ ურთიერთობის ახალი ძალით „აფეთქება“. მით უმეტეს, რომ 19-28 სექტემბრის შუალედში ვენერა დაუპირისპირდება ურანს. ერთი მხრივ ეს გააძლიერებს ურთიერთობებს და მათში გარკვეული სიახლის შეტანის აუცილებლობას მოიტანს, თუმცა იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა ურანის კვადრატი ან ოპოზიცია აქვს, მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები შექმნას.
15 სექტემბრიდან მარსი სასწორში გადაინაცვლებს და მისი ინტენსივობა დაიკლებს. სასურველია უპირატესობა პარტნიორულ საქმიანობას მივანიჭოთ, ამასთანავე, საკუთარ თავში თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა გავაძლიეროთ.
23 სექტემბრიდან მზე ქალწულის ნიშნიდან სასწორში გადაინაცვლებს. გაძლიერდება რომანტიზმი. ადამიანები უფრო გაწონასწორებულები და ნაკლებად კრიტიკულები გახდებიან. რაც ბუნებრივია, ზოგადად, ურთიერთობებზე სასიკეთოდ იმოქმედებს. სექტემბრის მესამე დეკადაში მოიმატებს დაპირისპირების, ავარიების, კრიმინალის და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა. ამას განაპირობებს მზე-მარსის შეერთება და გარკვეულწილად, ეს ოქტომბრის პირველ დეკადაშიც გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ სწორედ 1-10 ოქტომბრის შუალედში პლუტონი მიმართულებას შეიცვლის (ის დირექტიული გახდება), რაც გლობალურ დონეზე საკმაოდ რეზონანსულ მოვლენებს დაუდეს საფუძველს. თუმცა სექტემბრის მესამე დეკადაში მომატებული ენერგიულობა ადამიანებს საშუალებას მისცემს შეასრულონ ბევრი სამუშაო, გააგრძელონ გადადებული პროექტები, მოასწრონ ბევრი საქმის გაკეთება.
27 სექტემბრიდან მერკური რეტროგრადული გახდება და რაც ბუნებრივია, დაამუხრუჭებს ინფორმაციის მიღება, დამუშავება, გადაცემის მომენტს. გართულდება საერთო ენის გამონახვა. ტექნიკასთან დაკავშირებით მოსალოდნელია პრობლემების შექმნა. თუმცა ეს კარგი პერიოდი იქნება ძველი საქმეების გადახედვისთვის, მათში ცვლილებების შეტანისთვის, შეცდომების აღმოჩენისთვის და მათი გამოსწორებისთვის”,- ამბობს რამაზ გიგაური.
ზოდიაქოს ნიშნებისთვის სექტემბერში ზოგადად სასიკეთო დღეებია:
ვერძი: 4, 8, 12, 17, 21, 26
კურო: 2, 7, 11, 16, 20, 25, 30
ტყუპები: 5, 9, 1317, 21, 26
კირჩხიბი: 1, 6, 10, 16, 20, 25, 29
ლომი: 5, 9, 13, 18, 22, 27
ქალწული: 1, 6, 10, 16, 20, 24, 29
სასწორი: 5, 9, 14, 18, 23, 28
მორიელი: 3, 7, 11, 15, 19, 24, 29
მშვილდოსანი: 4, 9, 14, 18, 23, 28
თხის რქა: 3, 7, 11, 15, 19, 25, 30
მერწყული: 4, 8, 12, 18, 22, 27
თევზები: 2, 7, 11, 16, 20, 25, 30
primetime.ge