გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.
14 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით კი ასეთია:
გაგრა +8 – წვიმა;
სოხუმი +9 – მოღრუბლული;
ზუგდიდი +12 – უმეტესად ღრუბლიანი;
მესტია +0 – თოვლი;
ფოთი +12 – უმეტესად ღრუბლიანი;
ბათუმი +12- მოღრუბლული;
ოზურგეთი +11 – უმეტესად ღრუბლიანი;
ქუთაისი +14 – უმეტესად ღრუბლიანი;
ამბროლაური +9 – თოვლი;
ბორჯომი +7 – უმეტესად ღრუბლიანი;
ბაკურიანი -1 – უმეტესად ღრუბლიანი;
გორი +11 – უმეტესად ღრუბლიანი;
ცხინვალი +8 – უმეტესად ღრუბლიანი;
სტეფანწმინდა +2 – უმეტესად ღრუბლიანი;
გუდაური -4 – უმეტესად ღრუბლიანი;
თელავი +12 – უმეტესად მზიანი;
რუსთავი +16 – უმეტესად მზიანი;
თბილისი +14 – უმეტესად მზიანი.