LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეკომენდაციები სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვისს

რეკომენდაციები სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვისს

დაპოსტა 2020/03/19-ში
A A
152
ნახვა
გაზიარება

სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

1. უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით;

2. უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია:

1. მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად:

  • საკითხავი ლიტერატურა;
  • შემეცნებითი აქტივობები;
  • კვლევითი პროექტები;
  • ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თემატური დავალებები და სხვა.

2. სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.

ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის). ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს/მიჰყვეს ინსტრუქციებს. ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში მასწავლებეს შეუძლია მიმართოს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ან/და სკოლის ინფორმაციულ მენეგერს ასეთის არსებობის შემთხვევაში. დამატებით, ინსტრუქციების ბეჭდური სახით მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ რესურს ცენტრებს ან/და სკოლის ადმინისტრაციას.

3. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად:

  • სოციალური ქსელი;
  • ვიდეოზარები;
  • სატელეფონო კომუნიკაცია;
  • ელექტრონული ფოსტა და სხვა.

4. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო საზოგადოებაში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი შემდეგ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით.

აქვე გაცნობებთ, რომ სწავლის განახლების პერიოდისთვის სკოლებს მიეწოდება შესაბამისი ინსტრუქციები, სასკოლო სასწავლო გეგმის იმგვარად მოდიფიკაციის შესახებ, რომ მიღწეულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები.

მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესში თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად შეარჩიოს ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა.

ასევე თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაშ გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად ამუშავებს სამინისტროს გუნდი.

რეკომენდებული რესურსები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) და კომპანია Microsoft რეკომენდაციას უწევენ წარმოდგენილ პლატფორმებს/ხელსაწყოებს, რომლებიც შექმნილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხო და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, რაც მასწავლებლების გადამზადების, გაკვეთილის დისტანციურ რეჟიმში წარმართვისა და ელექტრონული სწავლების დანერგვის საშუალებას იძლევა. EMIS-ის მიერ დანერგილმა სისტემებმა შესაძლებლობა მოგვცა საქართველოში არსებულ 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილიყო პირადი მომხმარებლის პროფილი, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, ასევე შექმნილია გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები. ეს საშუალებას მისცემს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, მარტივად დაეუფლოს და სრულად გამოიყენოს Office 365-ის პროგრამები.

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის ცალკე შექმნილია 55 000-ზე მეტი მომხმარებლის პროფილი, რომელიც მოსწავლეებისათვის ინდივიდუალურად/ჯგუფურად საგაკვეთილო პროცესის დისტანციურად ორგანიზების საშუალებას იძლევა.

მაიკროსოფტის პროდუქტები:

1. Teams – პროგრამა, რომელიც აერთიანებს მიმოწერას, შეხვედრებს, ფაილების გაცვლის სერვისებსა და სხვა აპლიკაციებს, საშუალებას იძლევა მოვაწყოთ ვირტუალური საკლასო ოთახები, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაცია სკოლებთან და ჩავატაროთ ლაივ ინტერაქტიული გაკვეთილები. Teams-შივეა ინტეგრირებული OneNote Class Notebook, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად მოვამზადოთ დავალებები.

2. OneNote Class Notebooks – იძლევა საშუალებას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ პირადი სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია დავალებებისა და დამატებითი სასწავლო რესურსების ატვირთვა

3. OneNote 

4. Forms – მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამა form-ში შექმნან მოსწავლეების ტესტირებისთვის დახურული და ღია ტიპის კითხვები.

5. WhiteBoard – ციფრული საკლასო დაფა.

6. OneDrive – თითოეულ მომხმარებელს აქვს 5 ტბ + სივრცე ფაილების ატვირთვისა და გაზიარებისთვის.

7. Sway – ონლაინ პრეზენტაციების მოსამზადებელი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევს მონაცემების ატვირთვის შემთხვევაში თავად შეგიქმნას გარკვეული ინტერაქციული ვიზუალები.

8. Power Point – პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა სახის პრეზენტაციები.

9. Calendar – პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებელმა გაუზიაროს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს.

არდადეგების პერიოდში, არაფორმალური განათლების ჭრილში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს როგორც Microsoft Office 365-ის პროდუქტები, ისე:

1. EL.GE – ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს.

2. ვსწავლობთ თამაშით – ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის. რესურსის გამოყენება შესაძლებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების მიზნებისთვის – სკოლაში, ოჯახში, ბავშვთა დღის ცენტრში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს ბავშვებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ციფრულ რესურსს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. იგი ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის როგორც დამოუკიდებელი, ასევე ინტეგრირებული სწავლა – სწავლების პროცესში.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი ელ. საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც შექმნილია ბუნებისმეტყველებასა და სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მიმართულებით სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში).

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს დისტანციური სწავლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სისტემის განვითარებას, კერძოდ:

  • სატელევიზიო ბადის გამოყენებას;
  • სინქრონული დისტანციური სწავლების პლატფორმების განვითარებას;
  • პორტალ EL.GE-ზე დამატებითი საგანმანათლებლო, განმავითარებელი და მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავებასა და განთავსებას;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გარკვეული რესურსების ადაპტირებას;
  • მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსების შექმნასა და გაზიარებას.
თეგები: რეკომენდაციასკოლა
გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონია
მთავარი

ლილე სვანაძემ ჭადრაკში, 10-წლამდე გოგონათა შორის, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლილემ ბრწყინვალედ იასპარეზა: ცხრა ტურის განმავლობაში შვიდი პარტია მოიგო, ორი კი ყაიმით დაასრულა. 8...

დაწვრილებითDetails

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია სამი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – შსს

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 13 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.   საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს.   ღვთისმსახურება 17:00...

დაწვრილებითDetails

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს ენერგიითა და მოტივაციით იქნებით სავსე. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით.   კურო   13 ნოემბერი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად...

დაწვრილებითDetails

“მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას” – ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

“თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს,...

დაწვრილებითDetails

ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"