LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ვანებებთ

რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ვანებებთ

დაპოსტა 2021/06/01-ში
A A
279
ნახვა
გაზიარება
  • რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ვანებებთ: ?

    სიგარეტის მოწევა მსოფლიოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემას წარმოადგენს.

    ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად 11,000 ადამიანი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო იღუპება. აქედან 2,000-ზე მეტი არამწეველია.

    ნიკოტინზე დამოკიდებულება იწვევს ქოშინს, სუნთქვის გაძნელებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის კიბოს და სხვა პათოლოგიებს. თამბაქოს მოწევისას იკლებს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება, შენელებულია კოლაგენის სინთეზი და გაცილებით მეტად გამოხატულია დაბერების ნიშნები.

    სამწუხარო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ პასიური მწეველების, ანუ ადამიანების, რომელთა ოჯახის წევრები, მეგობრები თუ ახლობლების წრე მუდმივად მოიხმარს ნიკოტინს, ჯანმრთელობა ასევე რისკ-ჯგუფშია.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 20 წუთში, თქვენი ორგანიზმი მწყობრში ასე მალე ვერ დგება, თუმცა დადებითი ზეგავლენა უკვე საგრძნობია. სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება, ბრონქიოლების ბოლოებში არსებულ საჰაერო პარკებში, ალვეოლებში, აირების მიმოცვლა ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 8 საათში, ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმალიზდება. თამბაქოს მოწევისას სწორედ ეს ქიმიური ელემენტი ანაცვლებს სისხლში ჟანგბადის მოლეკულებს, რაც მთელი რიგი პრობლემების მიზეზი ხდება, იკლებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, მწეველს აწუხებს ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, უენერგიობა.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 24 საათში,
    გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 48 საათში, ანუ უკვე 2 დღე გავიდა, რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად, დაზიანებული ნერვული დაბოლოებები თავიდან ზრდას იწყებს. შესაძლოა იმ შეგრძნებების გაუმჯობესება, რომელიც მოწევისას დაქვეითებული გქონდათ, ამდროს გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან – 72 საათში, ანუ უკვე 3 დღის შემდეგ უფრო მარტივად დაიწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ეს დადებითად აისახება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლაზე, ასევე ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.

     ერთი კვირა სიგარეტის გარეშე –
    ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. სტატისტიკურად, ამ ნიშნულზე მისული ადამიანებისთვის, მოწევაზე საბოლოო უარის თქმის შანსი 9-ჯერ არის გაზრდილი!

     ბოლო ღერი სიგარეტიდან ორ კვირში,
    გაუმჯობესებული ცირკულაცია და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება აისახება არა მხოლოდ უკეთ სუნთქვაში, არამედ უფრო მსუბუქად სიარულშიც.

    და ამდროს, თქვენი ფილტვების ფუნქცია 30%-ით გაუმჯობესებულია. ?

     ერთი თვე უსიგარეტოდ –
    გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დანებებიდან ერთი თვის თავზე გრძნობს მომატებულ ენერგიას, ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს, შემცირებულია ქოშინი და მოწევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. ამავდროულად, ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორგანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.

     3 თვე სიგარეტის გარეშე –
    ქალების შემთხვევაში, გაუმჯობესებულია განაყოფიერების უნარი და შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან 6 თვეში –
    წარმოიდგინეთ, გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სტრესულ სიტუაციებში სიგარეტისკენ ხელი აღარ გაურბით, ნაკლებს ახველებენ, ხველებისას ლორწოს აღარ უჩივიან, რადგან სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები ნელ-ნელა იკურნება.

     ერთი წელი უსიგარეტოდ – თქვენი ფილტვებისთვის საოცარი ცვლილებები განხორციელდა, გაუმჯობესდა მისი ფუნქცია და ტევადობა.

     ბოლო ღერი სიგარეტიდან 5 წელში –
    გარდა იმისა, რომ გულის შეტევის ალბათობა არამწევლის დონეზე დაიყვანეთ, განახევრდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი!

    ბოლო ღერი სიგარეტიდან 10 წელში –
    ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველი ადამიანისას უტოლდება. პრე-სიმსივნური უჯრედები სრულად ჩანაცვლდა ჯანმრთელი უჯრედებით.

     15 წელი სიგარეტის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ გულის შეტევის რისკი გაუთანაბრდა სრულიად არამწეველი ადამიანისთვის არსებული რისკის ნიშნულს. თქვენი ცხოვრება რადიკალურად არის შეცვლილი, ამდროს თქვენ მოსალოცად გაქვთ საქმე, თქვენ გაიმარჯვეთ თამბაქოსთან ბრძოლაში.

გაზიარება112

დაკავშირებული -პოსტები

როგორი იქნენა 9 აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

ვერძი   იმისათვის, რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად გააკონტროლეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეზე, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ დაწყებულს.   კურო   მიზნის მისაღწევად,...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+19°.   ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+11°.   თელავი -...

დაწვრილებითDetails

რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
მიხეილ სააკაშვილმა “ვივა მედში”  გონება დაკარგა
მთავარი

ივანიშვილმა გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან და ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული,...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
კრემლი ყირიმის შესახებ ტრამპის განცხადებით კმაყოფილია
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

დაწვრილებითDetails

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
მთავარი

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „ეს ნამდვილად დიდი დღეა. ზოგიერთი სხვა დიდი ანონსი გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ განცხადების გაკეთება არ...

დაწვრილებითDetails

გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა ის სპეცრაზმმა დააკავა. თვითმხილველების თქმით, დანაშაულის ჩამდენმა რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. მათივე თქმით, დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

ფასები ხელოვნურად გაზარდეს – დააჯარიმებული არიან ფარმაცევტული კომპანიები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას....

დაწვრილებითDetails

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
“დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დამოუკიდებლობამდე”- ირაკლი შენგელია
მთავარი

ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც პოსტში ვკითხულობთ ირაკლი შენგელია რჩება ქუთაისის საკრებულოს წევრად, როგორც გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი. “დღეს ვემშვიდობები ქუთაისის...

დაწვრილებითDetails

“რატომ სჭირდება კიდევ 7 წელი მაგისტრალის დასრულებას” – რა პრობლემებზე საუბრობს პაატა ცაგარეიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, - ასე ეხმაურება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულების ვადებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი
მთავარი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირებმა დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ტაძრის ეზოში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე. 2008 წლის ომს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"