LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობა

დაპოსტა 2019/09/14-ში
A A
275
ნახვა
გაზიარება

რამდენიმე არასამთოვრობო ორგანიზაცია, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის პროექტთან დაკავშირებულ გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის განხორციელების დაწყების გამო, მაშინ, როდესაც პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი და ეროვნული რისკები სათანადოდ არაა შესწავლილი, ხოლო საზოგადოების მონაწილეობა ფორმალობამდე იქნა დაყვანილი. დაგეგმილი პროექტი საფრთხეს უქმნის როგორ ხადის ხეობის უნიკალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას.

23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ ა.შ.შ. დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ აშშ დოლარს ADB-ი და EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი – 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

ხადის 9 კმ სიგრძის ხეობა, დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი მშენებლობა გამოიწვევს, ერთი მხრივ, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების შეუქცევად ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ისტორიული სოფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებობას.

მაგისტრალი უშუალოდ კვეთს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და ზემოქმედებას იქონიებს ფრინველების დაკვირების ადგილებზე. ჰაბიტატების ცვლილებისა და დაბინძურების პარალელურად, პროექტი ხელს შეუწყობს წითელ წიგნში შეტანილი მთელი რიგი სახეობების შემცირებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას.

ამასთან, პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს, მათ შორის ხადისწყლის, ნარვანის და მილიონას ხეობებისთვის დამახასიათებელ რისკებს: მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები და ა.შ., რომელთა პროექტზე ზემოქმედება არ არის შეფასებული. არადა, ეს რისკები შესაძლებელია გაიზარდოს, თუ გავითვალისწინებთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე, აქტიურ პროცესს. განსაკუთრებით პრობლემატურია დაგეგმილი გვირაბების სიახლოვე ვულკანურ ზონებთან, განსაკუთრებით, მიწის ზედაპირიდან 800 მეტრის სიღმეზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა იმდაგვარად, რომ არ არის წარმოდგენილი თუ რა ზემოქმედებას მოახდენს მშენებლობა მაგნურ პროცესებზე და პირიქით.

ადგილობრივი მოსახლეობა, ღიად ადასტურებს როგორც არასაკმარის საზოგადოებრივ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ზეწოლას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, დათანხმდნენ არაადეკვატურ კომპენსაციაზე. ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობას წაართვა უფლება, დაარეგისტრიროს ტრადიციულ საკუთრებაში მყოფი კუთვნილი მიწები. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საწუხარი იყო და რჩება ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. პროექტი ამ მიმართებით არაფერს სთავაზობს მოსახლეობას. ამავდროულად პროექტს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე როგორც საარსებო გარემოს გაუარესებით (ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გრუნტის წყლების რეჟიმის ცვლილება, ხმაური და ვიზუალური დაბინძურება), ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც (იძულებითი ეკონომიკური განსახლება, შემცირებული სასოფლო სამეურნეო წარმოება და ა.შ.).

ხადის ხეობა, რომელსაც 60 ციხის ხეობასაც უწოდებენ და რომელიც ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, ცნობილია თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით და არტეფაქტებით. ხადის ხეობაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ერთიანი ფორპოსტის დანიშნულება ჰქონდა, ასევე მრავლადაა გაბნეული რელიგიური ნაგებობები და ეპიგრაფიკული ძეგლები. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა გვარწმუნებს, რომ პროექტის ზემოქმედება და მისი შემცირების გზები, როგორც არქიტექტურულ ძეგლებზე, ასევე არქეოლოგიურ მემკვიდრეობაზე პრაქტიკულად შეუსწავლელია, მაშინ, როდესაც მაგისტრალი მნიშვნელოვან ძეგლებთან და დასახლებებთან დაახლოებით 50-100 მეტრის სიახლოვეს გაივლის.

პროექტის განხორციელება უარყოფითად იმოქმედებს ხადის ხეობის რეკრეაციულ და კულტურულ დანიშნულებაზე, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, რადგან ხშირად ხეობას ტურისტები ფრინველებზე დასაკვირვებლად სტუმრობენ. პროექტის მიერ განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიება – ვიზიტორთა ცენტრის დაარსება, საუკეთესო შემთხვევაში ცინიზმად შეიძლება იქნას აღქმული, ვიდრე რეალურ ღონისძიებად. ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ხადის ხეობის პირველადი სახით შენარჩუნება და იმ მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივების საჭიროებებს უპასუხებს და ხეობის ბიომრავალფეროვნებას თუ კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს.

პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე. ამასთან, სამწუხაროდ, პროექტი არ მოიცავს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს ქვეყნისთვის, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების კუთხით, ასევე მისი ზემოქმედებით ქვეყნის ფისკალურ პარამეტრებზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა:

საზოგადოების ფართო ჩართულობით მოძებნონ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხადის ხეობასა და მის მოსახლეობას განადგურების საფრთხეს ააცილებს; შეარჩიონ ალტერნატივა, რომლის ზემოქმედება მინიმალური იქნება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე; რეგიონში არსებული გეოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩაატარონ სიღრმისეული გეოლოგიური და სეისმური კვლევები, რომლებიც შეისწავლის არა მხოლოდ პროექტის ზემოქმედებას გარემოზე, არამედ – პირიქითაც. შეისწავლონ და განხილვისთვის წარმოადგინონ პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ეროვნული ფონდი; საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

თეგები: გზის მშენებლობაეროვნული პარკიკობისაფრთხექვეშეთი
გაზიარება132

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში არასრულწლოვნება ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. ,,წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვამტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქურდობის მცდელობის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

იტალიის ქალაქ მანდურიაში სუნამოების ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დაადანაშაულა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და გამოძიება მაღაზიის მფლობელის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაღაზიიდან...

დაწვრილებითDetails

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა – რა თანხა გაიცა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, რა ღირს ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 094 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.50%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 10 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7470, ევრო – 3.1755, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6642 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

როდის გამოიდარებს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე...

დაწვრილებითDetails

“ბავშვს ტვინი აქვს დაზიანებული” – როგორია ჩვილის მდგომარეობა,რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
რა იწვევს ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირებას
მთავარი

ჩვილი, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება ისევ უჭირთ. გაკეთდა 4 ოპერაცია. ბავშვის მდგომარეობა არის მძიმე. არის...

დაწვრილებითDetails

სუს-მა მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი დააკავა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 9, 2026
0
სუს-მა მარნეულის მერიის თანამშრომელი რიმა ოთარაშვილი დააკავა
მთავარი

სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა საქმის გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული ერთ-ერთი პირი ოცნების მხარდამჭერი რიმა ოთარაშვილია. ის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზეა მხილებული "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...

დაწვრილებითDetails

 აშშ-ში საქართველოს მოქალაქე ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
 აშშ-ში საქართველოს მოქალაქე ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. პროფესიით ექიმი, 38 წლის გურამ შინჯიკაშვილი, ტრაილერში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ის ქართველებთან ერთად მუშაობდა. დილით ტრაილერი დატვირთა, საღამოს კი აღარ გამოჩნდა. მეგობრებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"