მეცნიერებმა 60,000 წლის წყალქვეშა ტყე აღმოაჩინეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ხე შეიძლება გარკვეულ საიდუმლოებას ინახავდეს, რაც მათ ახალი წამლების შექმნაში დაეხმარება.
დაახლოებით 60,000 წლის წინ, როცა პრეისტორიულმა ადამიანებმა ნელ-ნელა დაიწყეს აფრიკის დატოვება, კვიპაროსის ხეები მდინარეების სანაპიროებზე, მექსიის ყურის მახლობლად იზრდებოდა.
როცა ზღვის დონე აიწევდა წყალი ხეების ნარჩენებს ფარავდა, სწორედ ასე მოაღწიეს მათ დღემდე, -ინფორმაციას ამის შესახებ NTD ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ხეების ასაკი 60,000-ს უტოლდება, ისინი კარგად არის შენახული, რაც იმის დამსახურებაა, რომ ხეები ნალექების რამდენიმე ფენის ქვეშ ინახებოდა, სადამდეც ჟანგბადი ვერ აღწევდა და სწორედ ამიტომ მათ შეძლეს გადარჩენა.