1-ელ აპრილს არ აჰყვეთ ცდუნებებს, პროვოკაციებს, ფრთხილად განვლეთ ეს დღე, – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს და საზოგადოებას მძიმე კვირის შესახებ აფრთხილებს.
მისი თქმით, აპრილი რთული გამოწვევებით იქნება სავსე, თუმცა, საკუთარი თავის კონტროლია საჭირო.
„ახლა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, თუმცა, პარასკევს, პირველ აპრილს ახალმთვარეობაა ვერძის ზოდიაქოში, ესაა მზისა და მთვარის შეერთება, რომლებიც ერთმანეთთან მაინცდამაინც არ მეგობრობენ. ამიტომ შეერთება ვერძში ეს არის ზედმეტი ემოციები, იმპულსები, აგრესიული გამოვლინებების, ცდუნებების, პროვოკაციების გამოვლინებების ტენდენცია.
მაღალია ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა, თავის ტკივილები, ვერძის სუსტი ზონაა თავი და სისხლძარღვოვანი სისტემა. ამიტომ შეიძლება ამ მხრივ პრობლემები იყოს და ვერ გაიგოს, რატომ აქვს თავის ტკივილის პრობლემა.
პირველ აპრილს შეგვიძლია რიტუალის გაკეთება, რომელიც უკავშირდება ფულს. ფული ახალ მთვარეს აჩვენეთ. ფინანსების მოზიდვა სწორედ ამ გზით ხდება“, – აცხადებს ასტროლოგი.