აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მთავრობის საავტომობილო პარკის, დაახლოებით 650 000 ავტომობილის, ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლების პირობას დებს,-ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ფედერალური მთავრობა ავტომობილების უზარმაზარ პარკს ფლობს, რომლის ჩანაცვლებას ჩვენ ვაპირებთ [ეკოლოგიურად] სუფთა ელექტრო ავტომობილებით, რომელიც დამზადებულია სწორედ აქ, ამერიკაში, ამერიკელი მუშების მიერ”, – აღნიშნა ბაიდენმა.
Reuters-ი წერს, რომ თეთრ სახლს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდში აპირებს ჯო ბაიდენი არსებული ავტომობილების ჩანაცვლებას. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული მიზნის განხორციელებას, შესაძლოა, 20 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდეს.